მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

მათ შორის, დადებითი თანხმობა სააგენტოს მხრიდან გაეცა  FMCG სექტორში შპს „დეილის“ (ს/ნ 406088638) მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ს/ნ 404900737) აქციების 100%-ის შეძენაზე და ბაზარზე ჩამოყალიბდა ახალი მოთამაშე, რომელიც სუპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელის მფლობელი იქნება.

კონცენტრაცია, ხშირად ბიზნესის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. კონკურენციის შესახებ კანონის თანახმად, კონცენტრაცია შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით:

  • ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმით;
  • სხვადასხვა გზით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვებით;
  • ერთობლივი საწარმოს შექმნით.

სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება სააგენტოში ტრანზაქციის დასრულებამდე ან ფაქტობრივ განხორციელებამდე უნდა შევიდეს.

კონცენტრაცია, როგორც ბიზნესის გაფართოების/განვითარების მცდელობა, არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას ბაზრისათვის. თუმცა, როდესაც მსგავსი ქმედება  არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, კანონი მას დაუშვებლად აცხადებს. ბაზარზე ეფექტური კონკურენციის შენარჩუნების მიზნით კანონი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას,  გამოსცეს გადაწყვეტილება (თანხმობა) მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ.

სააგენტოს უარი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული 2019-2024 წელს მიღებული გადაწყვეტილებებიდან სააგენტომ 100% შემთხვევებში კონცენტრაცია თავსებადად მიიჩნია  კონკურენტულ გარემოსთან და გასცა თანხმობა. ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში დარეგისტრირებულ კონცენტრაციათაგან 99,8% (11692 შემთხვევა) არც კი აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგი“ ივნისის თვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ

07.07.2026.17:31

2026 წლის ივნისის თვეში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად შეეხო სამშენებლო სექტორს. კერძოდ, მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №245 დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.

ცვლილებები შეეხო „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასაც. დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ან გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები, გავრცელდება ძველი რეგულირება ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის მიზნით.

დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კონკურენციის სამართლის მიმართულებით. „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის №39 ბრძანებაში დაზუსტდა კონცენტრაციაში მონაწილე პირთა/მხარეთა წრე. ახალი რეგულაციით კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება, მათ შორის, კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი პირ(ებ)ის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტებიც. ამასთან, საჯარიმო სანქციები შეტყობინების წარუდგენლობის ან სხვა დარღვევისათვის დაეკისრება ფიზიკურ პირსაც 10 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 2026 წლის ივნისის თვეში გახანგრძლივდა არაერთი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლის ვადა. მაგალითისათვის, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდება 2030 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის საქართველოს მთავრობის №106 დადგენილებით განსაზღვრული სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა - 2031 წლის 1 თებერვლიდან.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეების დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ ბი ვი ქონსალთინგის საკანონმდებლო სიახლეების ცნობარს:

https://www.linkedin.com/newsletters/legal-newsletter-7437383869311500288/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა