მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებები სადაზღვევო მომსახურების გაწევისას

news image
mbc image

სადაზღვევო სფეროში მოქმედი რეგულაციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის, თუმცა არაერთი კითხვა კვლავაც აქტუალურია: იცის თუ არა დაზღვეულმა, რა უფლებებით სარგებლობს სადაზღვევო პროდუქტის მიღებისას და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესი სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას? ამ საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მომხმარებლად განიხილება:

ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევი ფიზიკური პირი;

ბ) დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე ან/და მესამე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე პირი, რომელსაც ზიანი მიადგა) პირი, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე. 

მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო გვხვდება როგორც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, ისე სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებში. მაგალითისათვის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში - ინსტრუქცია) სადაზღვევო პროდუქტის მიღებისას მომხმარებელს ანიჭებს რიგ უფლებებს:

1. ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება -  ხსენებული ინსტრუქციის თანახმად, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის სადაზღვევო მომსახურების თითოეული ეტაპის შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდება, რაც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში. 

ინსტრუქცია ასევე ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნას „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ გაცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მზღვეველს ეკისრება „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ დასახელებით ხელშეკრულებაზე თავსართის დართვის ამავე ინსტრუქციით დადგენილი დიზაინით/ფორმით (ტექსტის ზომა და სხვა ტექნიკური პარამეტრები). მსგავს მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, მაგალითად, სადაზღვევო თანხის ოდენობა, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოს შესახებ და სხვა.

2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება -  სადაზღვევო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება წარმოადგენს მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს მის უფლებას, გაიაზროს და გადააფასოს ხელშეკრულების პირობები მისი დადების შემდგომ გარკვეულ ვადაში: სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში - 30 დღის, ხოლო დისტანციურად ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - 14 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ყოველგვარი საფუძვლის და ჯარიმის გადახდის გარეშე. 

3. მზღვეველის ვალდებულებები დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ -  მზღვეველს ეკისრება ვალდებულება, დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგაც უზრუნველყოს მომხმარებლის დროული და გამჭვირვალე ინფორმირება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე — იქნება ეს ხელშეკრულების პირობების ცვლილება, საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, გადასახდელი თანხების ოდენობა თუ მომსახურების შეზღუდვის წინასწარი შეტყობინება. მომხმარებელს უფლება აქვს,  მიიღოს საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე და ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. აღნიშნული ვალდებულებები უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას და საშუალებას აძლევს მას, გაითვალისწინოს ფინანსური ვალდებულებები, რაც ქმნის კონტროლირებად და სანდო სახელშეკრულებო ურთიერთობას.

4. პრეტენზიის/საჩივრის შეტანის უფლება - ინსტრუქცია ავალდებულებს მზღვეველს, განსაზღვროს პრეტენზიების განხილვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული/პირი და შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საჩივრების განსახილველად. დამატებით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონიმომხმარებელს ანიჭებს უფლებას, მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და ნებისმიერ სხვა უფლებამოსილ საჯარო/კერძო  დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი არ დაიცავს ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციები.

მომხმარებლისთვის, როგორც სადაზღვევო პროდუქტის მიმღებისთვის, მოქმედი რეგულაციები მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს. ისინი გარანტიას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს მარტივად, გასაგები ფორმით და საჭიროების შემთხვევაში  უარი თქვას ხელშეკრულებაზე უპრობლემოდ, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამავე დროს, რეგულაციები ავალდებულებს სადაზღვევო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ მომსახურების მაღალი სტანდარტი და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობა. შესაბამისად, მომხმარებლებს წვდომა აქვთ სამართლებრივად დაცულ, პროგნოზირებად სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - რა ფინანსურ შესაძლებლობებს სთავაზობს სახელმწიფო ბიზნესს?

06.11.2026.15:05

2026 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №517 დადგენილებით დამტკიცდა მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება. აღნიშნული ინსტრუმენტები მეწარმე სუბიექტებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

დადგენილების თანახმად, კორპორაცია პროგრამას ახორციელებს შემდეგი სახის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით:

სინდიცირებული სესხი - წარმოადგენს დაფინანსების მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს სესხი ერთობლივად მიეწოდება კორპორაციისა და ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ამ მოდელის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 45%-ს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, კორპორაციის მიერ გაცემულ თანხაზე დასარიცხი პროცენტი არ უნდა იყოს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე დაბალი.

ამავდროულად, სინდიცირებულ სესხში კორპორაციის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღება მისი მონაწილეობით დაფინანსების ოდენობის მიხედვით (5 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 5-20 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 20 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ).

პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი - პროგრამის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, გაიცემა:

ა) პირდაპირი სესხი (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სესხი) ან/და

ბ) ჰიბრიდული სესხი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლებს, მათ შორის: სესხიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მეწარმე სუბიექტის წილში (აქციებში) კონვერტაციის შესაძლებლობას ან/და კორპორაციის უფლებას, სესხის სანაცვლოდ მიიღოს მეწარმის მოგების შეთანხმებული ნაწილი, ან/და სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლების მქონე სხვა მექანიზმებს.

დადგენილებით განსაზღვრულია მსგავსი სესხის გაცემის წინაპირობაც - მეწარმე სუბიექტის თანამონაწილეობა საინვესტიცო პროექტის დაფინანსებაში, კაპიტალური ხარჯების არანაკლებ 30%-ის ოდენობით.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, პირდაპირი სესხის თანხაზე დასარიცხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე ნაკლები. ამავდროულად, გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სინდიცირებული სესხის შემთხვევაში, მიიღება სესხის ოდენობის მიხედვით (2 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 2-10 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ). სესხის ტიპები, სარგებლობის პირობები და კრიტერიუმები დამატებით დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ. 

პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა - კორპორაცია ახორციელებს მეწარმე სუბიექტის კაპიტალში პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. დეტალური კრიტერიუმები, შეფასების წესები, მოთხოვნები და ინსტრუმენტის განხორციელების წესები დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ.

ამრიგად, მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა ბიზნესს დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებს სთავაზობს და ქმნის შესაძლებლობას, საინვესტიციო პროექტების საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მეწარმე სუბიექტებმა ისარგებლონ როგორც სასესხო, ისე - წილობრივი დაფინანსებით. პროგრამის ეფექტიანობა და კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის ფარგლებში განსაზღვრულ დამატებით კრიტერიუმებსა და დაფინანსების პირობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა