მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სავალდებულო დაზღვევა საქართველოში – რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

news image
mbc image

ბიზნესის მართვა სხვადასხვა სამართლებრივ და ფინანსურ პასუხისმგებლობას გულისხმობს. აღნიშნული პასუხისმგებლობის დაზღვევის ერთ-ერთი საშუალებაა სავალდებულო დაზღვევა, რომელიც კონკრეტულ სფეროებში კანონით განისაზღვრება და მიზნად ისახავს მესამე პირების, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების დაცვას. რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით და როდისაა მისი გამოყენება სავალდებულო? ამ საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის შეძენა ხშირად აღიქმება, როგორც დამატებითი ხარჯი, რეალურად, ის წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ამცირებს კომპანიის რისკებს და იცავს მას გაუთვალისწინებელი ზარალისგან. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ამჟამად არსებობს სავალდებულო დაზღვევის რამდენიმე ძირითადი სახე. ბიზნეს-სუბიექტებისათვის მეტად საყურადღებოა შემდეგი ტიპის სავალდებულო დაზღვევა:

1. უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე, ე.ი. იმ საქმიანობებზე, რომლებიც ექვემდებარება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას. პრაქტიკაში ეს მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა: სამშენებლო საქმიანობა, სამთო მრეწველობა, მეტალურგია, ქიმიური წარმოება, მაღალი ძაბვის ელექტრომონტაჟი და სხვა ფიზიკურად სახიფათო სამუშაოები. ამ საქმიანობათა სრული ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №381 დადგენილებით. 

კანონის თანახმად, დაზღვევა უნდა მოიცავდეს როგორც დაზარალებულის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, ისე შრომისუუნარობის ან გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის გაცემას.

როგორც წესი, უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა ვრცელდება როგორც კომპანიის ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, ასევე ინციდენტებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს სამუშაო მოვალეობის შესრულებისას (მათ შორის, კომპანიის ტერიტორიის მიღმა).

2. მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა

საქართველოს მთავრობის №177 დადგენილება განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესებსა და პირობებს. კერძოდ, სავალდებულო დაზღვევას ექვემდებარება ისეთი მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელები, როგორიცაა: სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური, ბაზრობა. დადგენილება თითოეული მსგავსი მასობრივი თავშეყრის ობიექტისათვის განსაზღვრავს წლიურ სადაზღვევო ლიმიტს.

აღნიშნული ობიექტების მფლობელები ვალდებულნი არიან, დააზღვიონ მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა მათი პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით. ობიექტის მფლობელი ვალდებულია, წერილობითი ფორმით აცნობოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სავალდებულო დაზღვევის სახეობაში საქმიანობის განხორციელების შესახებ საქმიანობის დაწყებამდე, ასევე საკუთარი ინიციატივით საქმიანობის შეწყვეტისას − შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე.

რატომ არის იურიდიული კონსულტაცია აუცილებელი?

სავალდებულო დაზღვევა მხოლოდ ფორმალური ვალდებულება არაა. იგი წარმოადგენს კომპანიის იურიდიული და ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთ საყრდენს. პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომპანიები შეცდომით მიიჩნევენ, რომ სადაზღვევო პოლისი ავტომატურად ფარავს მათ კანონით დადგენილ ვალდებულებებს, მაშინ, როდესაც ზოგიერთი დაზღვევა ფაქტობრივად არ აკმაყოფილებს აუცილებელ სტანდარტებს. აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს, ექვემდებარება თუ არა კომპანიის საქმიანობა სავალდებულო დაზღვევას და შემდგომ მოხდეს კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება.

კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი სამართლებრივი შედეგები. მაგალითად, თუ პირი, რომლის მიმართაც კანონის ძალით უნდა განხორციელდეს სავალდებულო დაზღვევა, არ არის დაზღვეული, მას უფლება აქვს, სასამართლო წესით მოსთხოვოს დაზღვევის განხორციელება დამზღვევს, რომელსაც დაკისრებული აქვს მისი დაზღვევის ვალდებულება. ეს კი, თავისთავად, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, იურიდიული შეფასება და კონტროლი ყოველი ეტაპისთვის კრიტიკულია – ამ გზით თავიდან აიცილებთ შეცდომებს, დაიცავთ კომპანიას სარისკო სიტუაციებისგან და დააკმაყოფილებთ საკანონმდებლო მოთხოვნებს სრულად.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - რა ფინანსურ შესაძლებლობებს სთავაზობს სახელმწიფო ბიზნესს?

06.11.2026.15:05

2026 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №517 დადგენილებით დამტკიცდა მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება. აღნიშნული ინსტრუმენტები მეწარმე სუბიექტებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

დადგენილების თანახმად, კორპორაცია პროგრამას ახორციელებს შემდეგი სახის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით:

სინდიცირებული სესხი - წარმოადგენს დაფინანსების მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს სესხი ერთობლივად მიეწოდება კორპორაციისა და ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ამ მოდელის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 45%-ს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, კორპორაციის მიერ გაცემულ თანხაზე დასარიცხი პროცენტი არ უნდა იყოს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე დაბალი.

ამავდროულად, სინდიცირებულ სესხში კორპორაციის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღება მისი მონაწილეობით დაფინანსების ოდენობის მიხედვით (5 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 5-20 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 20 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ).

პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი - პროგრამის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, გაიცემა:

ა) პირდაპირი სესხი (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სესხი) ან/და

ბ) ჰიბრიდული სესხი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლებს, მათ შორის: სესხიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მეწარმე სუბიექტის წილში (აქციებში) კონვერტაციის შესაძლებლობას ან/და კორპორაციის უფლებას, სესხის სანაცვლოდ მიიღოს მეწარმის მოგების შეთანხმებული ნაწილი, ან/და სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლების მქონე სხვა მექანიზმებს.

დადგენილებით განსაზღვრულია მსგავსი სესხის გაცემის წინაპირობაც - მეწარმე სუბიექტის თანამონაწილეობა საინვესტიცო პროექტის დაფინანსებაში, კაპიტალური ხარჯების არანაკლებ 30%-ის ოდენობით.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, პირდაპირი სესხის თანხაზე დასარიცხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე ნაკლები. ამავდროულად, გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სინდიცირებული სესხის შემთხვევაში, მიიღება სესხის ოდენობის მიხედვით (2 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 2-10 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ). სესხის ტიპები, სარგებლობის პირობები და კრიტერიუმები დამატებით დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ. 

პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა - კორპორაცია ახორციელებს მეწარმე სუბიექტის კაპიტალში პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. დეტალური კრიტერიუმები, შეფასების წესები, მოთხოვნები და ინსტრუმენტის განხორციელების წესები დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ.

ამრიგად, მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა ბიზნესს დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებს სთავაზობს და ქმნის შესაძლებლობას, საინვესტიციო პროექტების საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მეწარმე სუბიექტებმა ისარგებლონ როგორც სასესხო, ისე - წილობრივი დაფინანსებით. პროგრამის ეფექტიანობა და კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის ფარგლებში განსაზღვრულ დამატებით კრიტერიუმებსა და დაფინანსების პირობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა