მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის  ივნისის ბოლოს  დაამტკიცა საქართველოს  „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიზნით ახალ რეგულაციებს აწესებს. 

აღნიშნულ ცვლილებებს მიმოიხილავს შპს „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია: 

ახალი რეგულაციების გაცხადებული მიზანია შრომის ბაზრის დაცვა და არალეგალური დასაქმების შემთხვევების აღმოფხვრა. უპირველესად აღსანიშნავია, რომ აღნიშული რეგულაციების გამკაცრების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმების უფლების მისაღებად დასჭირდებათ სპეციალური ნებართვის მოპოვება, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სწორედ აღნიშნული ნებართვის მოპოვების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ლეგალურად დასაქამდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც  უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ლეგალურად დასაქმების ნებართვის მოპოვების პროცედურებს, ისე ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს დამსაქმებლებისათვის.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კვალიფიკაციის კრიტერიუმებს და ამასთან დამსაქმებლმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოს ბაზარზე კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად კადრები დეფიციტურია. ნებართვის მოპოვების მიზნით დამსაქმებელმა უნდა მიმართოს სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის დასაქმების უფლების გაცემის ნებართვის მოსაპოვებლად, აღნიშული წესი განსხავდება თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ასეთ დროს განაცხადი შეაქვს თვითდასაქმების მსურველ უცხოელს. 

სამინსიტროს მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის საკონსულოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნებართვის მოპოვებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა უფლება დასაქმდეს მხოლოდ იმ ადგილობრივ დამსაქმებელთან, რომელმაც გააკეთა შესაბამისი განაცხადი სამინისტროში.  

აღსანიშნავია, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან ერთად, განისაზღვრა სანქციები კანონის მოთხოვნათა დარღვვევის შემთხვევეაში, რომლებიც ვრცელდება, როგორც ადგილობრივ დამსაქმებელზე ისე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. შესაბამისად, კანონდარღვევის დადასტურება  გამოიწვევს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის  დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი ფაქტის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში სანქციის ოდენობა იზრდება. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - რა ფინანსურ შესაძლებლობებს სთავაზობს სახელმწიფო ბიზნესს?

06.11.2026.15:05

2026 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №517 დადგენილებით დამტკიცდა მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება. აღნიშნული ინსტრუმენტები მეწარმე სუბიექტებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

დადგენილების თანახმად, კორპორაცია პროგრამას ახორციელებს შემდეგი სახის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით:

სინდიცირებული სესხი - წარმოადგენს დაფინანსების მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს სესხი ერთობლივად მიეწოდება კორპორაციისა და ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ამ მოდელის ფარგლებში კორპორაციის თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 45%-ს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, კორპორაციის მიერ გაცემულ თანხაზე დასარიცხი პროცენტი არ უნდა იყოს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე დაბალი.

ამავდროულად, სინდიცირებულ სესხში კორპორაციის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღება მისი მონაწილეობით დაფინანსების ოდენობის მიხედვით (5 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 5-20 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 20 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ).

პირდაპირი ან/და ჰიბრიდული სესხი - პროგრამის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, გაიცემა:

ა) პირდაპირი სესხი (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სესხი) ან/და

ბ) ჰიბრიდული სესხი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლებს, მათ შორის: სესხიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნის მეწარმე სუბიექტის წილში (აქციებში) კონვერტაციის შესაძლებლობას ან/და კორპორაციის უფლებას, სესხის სანაცვლოდ მიიღოს მეწარმის მოგების შეთანხმებული ნაწილი, ან/და სასესხო და წილობრივი დაფინანსების მახასიათებლების მქონე სხვა მექანიზმებს.

დადგენილებით განსაზღვრულია მსგავსი სესხის გაცემის წინაპირობაც - მეწარმე სუბიექტის თანამონაწილეობა საინვესტიცო პროექტის დაფინანსებაში, კაპიტალური ხარჯების არანაკლებ 30%-ის ოდენობით.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, პირდაპირი სესხის თანხაზე დასარიცხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელზე ნაკლები. ამავდროულად, გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სინდიცირებული სესხის შემთხვევაში, მიიღება სესხის ოდენობის მიხედვით (2 მილიონ ლარამდე – კომიტეტის, 2-10 მილიონი ლარის ჩათვლით – საბჭოს, ხოლო 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის მიერ). სესხის ტიპები, სარგებლობის პირობები და კრიტერიუმები დამატებით დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ. 

პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა - კორპორაცია ახორციელებს მეწარმე სუბიექტის კაპიტალში პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. დეტალური კრიტერიუმები, შეფასების წესები, მოთხოვნები და ინსტრუმენტის განხორციელების წესები დგინდება კორპორაციის დირექტორის მიერ.

ამრიგად, მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა ბიზნესს დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებს სთავაზობს და ქმნის შესაძლებლობას, საინვესტიციო პროექტების საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მეწარმე სუბიექტებმა ისარგებლონ როგორც სასესხო, ისე - წილობრივი დაფინანსებით. პროგრამის ეფექტიანობა და კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის ფარგლებში განსაზღვრულ დამატებით კრიტერიუმებსა და დაფინანსების პირობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა