1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გზის განსაზღვრულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას ავტომობილი შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. რეგულაციის მიზანი ზამთრის პირობებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვინაიდან უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობა და მომხმარებლებისთვის სეზონისთვის მომზადების გამარტივება „თეგეტა მოტორსისთვისაც“ მნიშვნელოვანია, კომპანია მუდმივად ცდილობს, სპეციალური შეთავაზებებით პროდუქტი მძღოლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამჯერად ის, Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს საბურავებზე სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს.
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „ზამთრის სეზონზე საბურავების სწორად შერჩევა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება არ არის – ეს, პირველ რიგში, მძღოლის, მგზავრებისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას უკავშირდება. ავტომობილის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც გზასთან უშუალო შეხება აქვს, საბურავია. აქედან გამომდინარე, სეზონთან მისი შესაბამისობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტია.
ზამთრის საბურავების გამოყენება მხოლოდ თოვლიან და მოყინულ გზებზე არ არის მნიშვნელოვანი. სპეციალისტების რეკომენდაციით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7°C-ზე დაბლა ეცემა, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ამის მიზეზი მათი განსხვავებული ქიმიური შედგენილობაა. დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავის რეზინი მაგრდება და გზის საფართან მოჭიდების უნარს კარგავს, რის გამოც მოცურებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება. ზამთრის საბურავი კი ელასტიკურობას ინარჩუნებს - შედეგად, ცივ პირობებში ავტომობილის მართვის სტაბილურობა და დამუხრუჭების ეფექტიანობა უმჯობესდება“.
რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, ზამთრის საბურავს უნდა ჰქონდეს ფიფქის სიმბოლო, მისი დამზადებიდან გასული არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი და საბურავზე დამზადების თარიღი იკითხებოდეს. მსუბუქი ავტომობილებისა და შესაბამისი კატეგორიის სატვირთოებისთვის პროტექტორის სიღრმე არანაკლებ 3 მმ უნდა იყოს, ხოლო მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის – არანაკლებ 4 მმ. განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების, მაგალითად, ინტენსიური თოვისა და მოყინული გზის შემთხვევაში შესაძლოა, დამატებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც გახდეს სავალდებულო.

სეზონისთვის შესაბამისი საბურავების შერჩევის მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება უნდა დაეთმოს მათ რეალურ ტექნიკურ მდგომარეობასაც. მძღოლების ნაწილი საწყისი ხარჯის შემცირების მიზნით ხშირად მეორად საბურავებს ამჯობინებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება პრაქტიკაში ყოველთვის გამართლებული არ არის. გაცვეთილი პროტექტორი, ვადაგასული ან დაძველებული რეზინი მოჭიდებასა და სამუხრუჭე ეფექტიანობას ამცირებს, ხოლო შიდა დაზიანებები, – რომლებიც გარე დათვალიერებით არ ჩანს, – საბურავის მწყობრიდან გამოსვლისა და დამატებითი ხარჯის გაჩენის რისკს ზრდის.
ამასთანავე, ზამთრის საბურავის შერჩევისას მნიშვნელოვანია, მძღოლმა ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციები, ზომა, დატვირთვისა და სიჩქარის ინდექსები გაითვალისწინოს. სწორად შერჩეული საბურავი ავტომობილის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხო გადაადგილებას უწყობს ხელს. საჭირო საბურავის შერჩევასა და მონტაჟში კი მომხმარებლებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ეხმარებიან.
ზამთრის სეზონისა და ახალი რეგულაციისთვის ავტომობილის მომზადების პროცესის გასამარტივებლად „თეგეტა მოტორსი“, Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს საბურავებზე სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. 24-დან 30 ნოემბრის ჩათვლით Bridgestone-ის საბურავების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, ხოლო Petlas-ის, HiFly-სა და Westlake-ის საბურავებზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. შეთავაზება სხვადასხვა მოდელსა და ზომას მოიცავს და მომხმარებლებს საკუთარი ავტომობილისთვის შესაბამისი საბურავების შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. შეძენილი პროდუქციის საფასურის გადახდა მსურველებს განაწილებითაც შეეძლებათ, რომლის დროსაც თანხა რამდენიმე თვეზე გაიყოფა.
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში საბურავების ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. მის ფილიალებსა და ონლაინმაღაზიაში სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილისთვის განკუთვნილი 60-მდე ბრენდის საბურავის შეძენაა შესაძლებელი. მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მომხმარებლებს საბურავების გარანტიით ყიდვაც შეუძლიათ. კომპანიის მიზანია, მძღოლებს მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს და ნებისმიერ საგზაო პირობებში უსაფრთხოდ მეტის გავლაში დაეხმაროს.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.