მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

news image
mbc image

1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გზის განსაზღვრულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას ავტომობილი შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. რეგულაციის მიზანი ზამთრის პირობებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვინაიდან უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობა და მომხმარებლებისთვის სეზონისთვის მომზადების გამარტივება „თეგეტა მოტორსისთვისაც“ მნიშვნელოვანია, კომპანია მუდმივად ცდილობს, სპეციალური შეთავაზებებით პროდუქტი მძღოლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამჯერად ის, Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს საბურავებზე სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „ზამთრის სეზონზე საბურავების სწორად შერჩევა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება არ არის – ეს, პირველ რიგში, მძღოლის, მგზავრებისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას უკავშირდება. ავტომობილის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც გზასთან უშუალო შეხება აქვს, საბურავია. აქედან გამომდინარე, სეზონთან მისი შესაბამისობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტია.

ზამთრის საბურავების გამოყენება მხოლოდ თოვლიან და მოყინულ გზებზე არ არის მნიშვნელოვანი. სპეციალისტების რეკომენდაციით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7°C-ზე დაბლა ეცემა, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ამის მიზეზი მათი განსხვავებული ქიმიური შედგენილობაა. დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავის რეზინი მაგრდება და გზის საფართან მოჭიდების უნარს კარგავს, რის გამოც მოცურებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება. ზამთრის საბურავი კი ელასტიკურობას ინარჩუნებს - შედეგად, ცივ პირობებში ავტომობილის მართვის სტაბილურობა და დამუხრუჭების ეფექტიანობა უმჯობესდება“.

რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, ზამთრის საბურავს უნდა ჰქონდეს ფიფქის სიმბოლო, მისი დამზადებიდან გასული არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი და საბურავზე დამზადების თარიღი იკითხებოდეს. მსუბუქი ავტომობილებისა და შესაბამისი კატეგორიის სატვირთოებისთვის პროტექტორის სიღრმე არანაკლებ 3 მმ უნდა იყოს, ხოლო მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის – არანაკლებ 4 მმ. განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების, მაგალითად, ინტენსიური თოვისა და მოყინული გზის შემთხვევაში შესაძლოა, დამატებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც გახდეს სავალდებულო.

სეზონისთვის შესაბამისი საბურავების შერჩევის მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება უნდა დაეთმოს მათ რეალურ ტექნიკურ მდგომარეობასაც. მძღოლების ნაწილი საწყისი ხარჯის შემცირების მიზნით ხშირად მეორად საბურავებს ამჯობინებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება პრაქტიკაში ყოველთვის გამართლებული არ არის. გაცვეთილი პროტექტორი, ვადაგასული ან დაძველებული რეზინი მოჭიდებასა და სამუხრუჭე ეფექტიანობას ამცირებს, ხოლო შიდა დაზიანებები, – რომლებიც გარე დათვალიერებით არ ჩანს, – საბურავის მწყობრიდან გამოსვლისა და დამატებითი ხარჯის გაჩენის რისკს ზრდის.

ამასთანავე, ზამთრის საბურავის შერჩევისას მნიშვნელოვანია, მძღოლმა ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციები, ზომა, დატვირთვისა და სიჩქარის ინდექსები გაითვალისწინოს. სწორად შერჩეული საბურავი ავტომობილის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხო გადაადგილებას უწყობს ხელს. საჭირო საბურავის შერჩევასა და მონტაჟში კი მომხმარებლებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ეხმარებიან.

ზამთრის სეზონისა და ახალი რეგულაციისთვის ავტომობილის მომზადების პროცესის გასამარტივებლად „თეგეტა მოტორსი“, Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს საბურავებზე სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. 24-დან 30 ნოემბრის ჩათვლით Bridgestone-ის საბურავების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, ხოლო Petlas-ის, HiFly-სა და Westlake-ის საბურავებზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. შეთავაზება სხვადასხვა მოდელსა და ზომას მოიცავს და მომხმარებლებს საკუთარი ავტომობილისთვის შესაბამისი საბურავების შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. შეძენილი პროდუქციის საფასურის გადახდა მსურველებს განაწილებითაც შეეძლებათ, რომლის დროსაც თანხა რამდენიმე თვეზე გაიყოფა. 

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში საბურავების ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. მის ფილიალებსა და ონლაინმაღაზიაში სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილისთვის განკუთვნილი 60-მდე ბრენდის საბურავის შეძენაა შესაძლებელი. მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მომხმარებლებს საბურავების გარანტიით ყიდვაც შეუძლიათ. კომპანიის მიზანია, მძღოლებს მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს და ნებისმიერ საგზაო პირობებში უსაფრთხოდ მეტის გავლაში დაეხმაროს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან - ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

25.11.2026.10:00

საქართველოს #1 დეველოპერული კომპანია „არქი“ ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით მომხმარებელს წლის ერთადერთ ფასდაკლებას სთავაზობს. 31 დეკემბრის ჩათვლით არქის ყველა პროექტში ბინის შეძენა 25 000 ლარამდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ახალი წელი ახალი გეგმების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების დროა. საახალწლო კამპანია საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს პირველი საკუთარი სახლი, არსებული ბინა უფრო ფართო და კომფორტული საცხოვრებლით შეცვალოს, ოჯახის წევრს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს ან დანაზოგი უძრავ ქონებაში დააბანდოს.

არქი წლის განმავლობაში ცალკეულ პროექტებზე დიდი ფასდაკლების რეკორდული დღეებითაა ცნობილი, თუმცა საახალწლო კამპანია გამორჩეულია - წელიწადში მხოლოდ ერთხელ ფასდაკლება ერთდროულად ვრცელდება კომპანიის ყველა პროექტზე. ეს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, არჩევანი არა ერთ კონკრეტულ პროექტზე, არამედ საკუთარ საჭიროებებზე, სასურველ ლოკაციასა და ბიუჯეტზე დაყრდნობით გააკეთონ.

„ყველას თავისი მიზეზი აქვს, რატომ შეიძინოს ახალი სახლი. ზოგისთვის ეს პირველი საკუთარი ბინაა, ზოგისთვის - დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი, ოჯახისთვის მეტი სივრცე ან გრძელვადიანი ინვესტიცია. არქიში წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობები ერთდროულად ყველა პროექტში შევთავაზოთ. გვინდა, ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვინც საკუთარი სახლის შეძენას გეგმავს“, - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

შეთავაზება მოიცავს არქის პროექტებს თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის: „არქი ლისი სანრაიზს“, „არქი უნივერსს“, „არქი ქინგ თამარს“, „არქი კიკვიძე D“-სა და „არქი ნუცუბიძე 2“-ს.

წლის ერთადერთი ფასდაკლება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ემიგრანტებისთვისაც, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას, ოჯახის წევრებისთვის ბინის შეძენას ან უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავენ.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, არქი მცხოვრებლებისთვის მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებისთვისაც ემზადება, რომელიც არქელებს გააერთიანებს და განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას შექმნის.

არქის წლის ერთადერთი ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შეთავაზებით სარგებლობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით არქის ნომერზე: 032 2 602 602 ან დატოვეთ განაცხადი კომპანიის სოციალურ ქსელებში.

შეხვდი ახალ წელს ახალი სახლით!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა