1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
საქართველოს ბანკმა, ლოალობის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს sCoolApp-ში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. 1 ივნისს მომხმარებლებს პარტნიორ ობიექტებში სპეციალური ქეშბექი და დამატებითი აქტივობები დახვდებათ.
1 ივნისს ჩათვლით, sCoolApp-ის მომხმარებლები Wendy’s-სა და Subway-ში 50%-იან ქეშბექს მიიღებენ. (თითოეულ ობიექტში დაბრუნებული თანხის მაქსიმალური ოდენობა 20 ლარია).
ასევე 1 ივნისს, Miniso-ს 50%-იანი, მთაწმინდა პარკის 30%-იანი (მაქსიმუმ 50 ლარის) და Meama-ს 50%-იანი ქეშბექი დაგხვდებათ (მაქსიმუმ 20 ლარის).
ინფორმაციისთვის, შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია მათი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში.
გარდა ამისა, 1 ივნისს მოსწავლეები 30% - იანი ქეშბექს მიიღებენ შემდეგ ობიექტებში:
· ჯეკი ჩანი
· მაგნოლია ფილმ ლაბ
· პენდანტი
· ფლეიმ ფუდი
· ჯემინი ბურგერს
· დუდლს
· პანუოცო
· უმაი
· ექსტრა მითი
· ფენქეიქი
· განჯინაში კი 20% ქეშბექით ისარგებლებთ.
30 ივნისის ჩათვლით ჯემინი ბურგერსსა და დუდლსში მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ, ხოლო 24 ივნისის ჩათვლით არჩევანში 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს.
sCoolApp-ში მოსწავლეებს ასევე დახვდებათ Cellfie-ის, კას ლენდ პარკის, ლატვილის და სხვა ობიექტების შეთავაზებები.
გარდა ამისა, 1 ივნისს East Point-ში მოსწავლეებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართება.
ასე, რომ არ გამოგრჩეთ sCoolApp-ის შეთავაზებები.
თუ სკოლის მოსწავლე ხარ - გადმოწერე sCoolApp-ი მარტივად,ხოლო თუ თქვენს შვილს ჯერ კიდევ არ აქვს აპლიკაცია, გაუაქტიურეთ ამ ბმულზე.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
01.06.2026.13:52
თიბისი კონცეპტის გალერეა 6 ივნისიდან 15 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილი პერსონალურ გამოფენას – „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ – ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ.
გამოფენა ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებას ეძღვნება – თემს, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ირანის ისპაანის პროვინციაში აგრძელებს საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ქართული ენის შენარჩუნებას.
გამოფენის სახელწოდება ერთი სიმბოლური ისტორიიდან იღებს სათავეს. ფერეიდანში მოგზაურობისას ნათელა გრიგალაშვილმა ადგილობრივისგან მოისმინა მისი დედის სიტყვები: „საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!“ – მონატრებისა და სამშობლოსთან უხილავი კავშირის ეს განცდა გამოფენის მთავარ ემოციურ ხაზად იქცა.
პროექტის კონცეპტუალური საფუძველი უკავშირდება ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებს. აღნიაშვილი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ირანში „დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად იმოგზაურა და მათი ყოფა აღწერა. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია სწორედ ამ ისტორიული მოგზაურობის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს – კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დროის მიღმა გაგრძელებული კავშირის კვლევას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს ფერეიდანს, როგორც უნიკალურ კულტურულ სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა გადაჯაჭვული. ფოტოსერია ქმნის დიალოგს საუკუნის წინ აღწერილ და დღევანდელ ფერეიდანს შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და პირადიც.
ოცდაათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. მისი შემოქმედების მთავარი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და თანამედროვეობის გავლენა ტრადიციულ გარემოზე. ფოტოგრაფი ცნობილია გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ადგილობრივ თემებთან მჭიდრო ურთიერთობისა და ნდობის საფუძველზე იქმნება, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და ინტიმურობას ანიჭებს.
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი
გამოფენის გახსნა: 6 ივნისის, 17:00 სთ.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.