+1%-მდე დამატებითი სარგებელი - პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას ივლისის ბოლომდე სთავაზობს - მათ, ვინც სხვა ბანკიდან გადმოიტანს ან გახსნის ახალ ვადიან ანაბარს, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ +1%-მდე დამატებითი სარგებელი.
შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსონ დანაზოგი და ისარგებლონ გაუმჯობესებული პირობებით.
სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკის ახალი კამპანიის - „სიმშვიდე როგორც ცხოვრების სტილი“-ს ნაწილია. კამპანია ხაზს უსვამს ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობას და იმ შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მეტი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოაქვს.
ვადიანი ანაბარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა დანაზოგის გასაზრდელად და ფინანსური მიზნების მისაღწევად, ხოლო დამატებითი სარგებელი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თანხა კიდევ უფრო მომგებიან პირობებში განათავსონ.
აქციით სარგებლობა მარტივია - შეავსე განაცხადი და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე www.procreditbank.ge -ს ან გამოიყენე პროკრედიტ ბანკის მობაილ ბანკი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.