1 მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
JAMBO ბაზარზე უკვე 1.5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ბრენდის პრემიუმ ხარისხის ყავა ხელმისაწვდომია „ნიკორას“ 200-ზე მეტ სუპერმარკეტში განთავსებული ყავის ვენდინგ აპარატების საშუალებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად დააგემოვნონ არომატული, მაღალი ხარისხის ყავა ხელმისაწვდომ ფასად.
კომპანიამ ამ გამოწვევას წარმატებით უპასუხა ადგილობრივი ყავის საწარმოს შექმნით, სადაც ყავის მარცვალი ყოველდღიურად იხალება და ოპერატიულად მარაგდება ვენდინგ აპარატები. შედეგად, მომხმარებელი ყოველთვის იღებს ახალ, არომატულ და სტაბილურად მაღალი ხარისხის ყავას.
კომპანიის მონაცემებით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაყიდულია 1 000 000-ზე მეტი ჭიქა ყავა, რაც მნიშვნელოვანი და საამაყო შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის სტარტი ერთი წლის წინ შედგა.
„თითოეული გაყიდული ჭიქა ჩვენთვის პასუხისმგებლობაა - შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ჩვენი ხედვით, ყავა არ არის მხოლოდ სასმელი; ეს არის სრულყოფილი გამოცდილება, რომელიც იწყება მარცვლის შერჩევით და სრულდება მომხმარებლამდე მიწოდებული არომატული, დაბალანსებული გემოთი.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არსებული საკუთარი ყავის სახალავი საწარმოა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე. ყოველდღიურად ახლად მოხალული მარცვალი პირდაპირ თავსდება ვენდინგ აპარატებში, რაც უზრუნველყოფს თითოეული ჭიქის სურნელსა და სტაბილურ ხარისხს.
კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპზე JAMBO გეგმავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას. უახლოეს მომავალში სუპერმარკეტების ქსელში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ხაზი - სამი განსხვავებული სახეობის პრემიუმ ყავის მარცვალი, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზე იქნება მორგებული. ასევე, ბაზარს დაემატება ორი სახეობის თურქული ყავა, ტრადიციული მეთოდით მომზადებული ყავის მოყვარულთათვის.
1 000 000 გაყიდული ჭიქა მნიშვნელოვანი ეტაპია JAMBO-ს განვითარების გზაზე, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - კომპანია აგრძელებს ზრდას, ინოვაციასა და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, რომელმაც უკვე ათიათასობით მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.