10-15 წელია საქართველოში ისტორიულად უკვე ჩამოყალიბდა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა არის „ბესტსელერი” - მიხეილ ჯაფარიძე
10-15 წელია საქართველოში ისტორიულად უკვე ჩამოყალიბდა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა არის არის ,,ბესტსელერი” - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„ზოგადად, საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ისტორიულად 10-15 წელია რომ ჯანმრთელობის დაზღვევა არის არის,,ბესტსელერი”, ყველაზე მეტი ადამიანი ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველაზე მეტად გასაგები პროდუქტია. ადამიანებმა ისწავლეს მისი საჭიროება, გამოყენება. სადაზღვევო კომპანიებიც ამაში მეტ-ნაკლებად დახელოვნდნენ, სერვისები გაფართოვდა, ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ტექნოლოგიური მათ შორის და აქედან გამომდინარე, ყველაზე პოპულარული პროდუქტია. სხვადასხვა ციფრებია ხოლმე წლიდან წლამდე, მაგრამ უხეშად რომ ვივარაუდოთ ნახევარი მთელი სექტორის არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ამის შემდეგ არის ავტომობილების დაზღვევა, შემდეგ არის ქონების დაზღვევა და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი სახეობა.
პოპულარობის კუთხით ჩვენ ყველაზე მეტად გვესაკლისება რომ ავტოდაზღვევა და ქონების დაზღვევა არ არის იმ მოწოდების სიმაღლეზე ანუ შეღწევა, პენეტრაციას რომ ვეძახით სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კვალობაზე. ამას მთელი რიგი მიზეზები განაპირობებს და ამიტომაც არის ხოლმე რომ ჩვენი ზრდა როგორც წესი უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეკონომიკის ზრდა იმიტომ რომ დაზღვევა არ არის განვითარების იმ საფეხურზე რომელსაც ვისურვებდით. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია გვაქვს წლიდან წლამდე", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.