მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდა - „თეგეტა მოტორსის“ სერვისებისა და პროდუქტების შეძენისას თანხის გადახდა American Express-ის (AmEx) საკრედიტო ბარათით უკვე შესაძლებელია. ამ სიახლესთან ერთად, კომპანიები ერთობლივ კამპანიასაც იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ სარგებელს სთავაზობს.

სპეციალური შეთავაზება 1-ელიდან 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ. ჯამურად, ერთი მომხმარებელი, თვის ჭრილში, მაქსიმუმ 10 000 MR ქულის დაგროვებას შეძლებს, რაც ყოველდღიური ხარჯვის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი:„როდესაც ავტომობილის არაგეგმური შეკეთების საჭიროება დგება, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი თანხა წინასწარ არ აქვთ გადადებული. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად დაფარონ ხარჯი და თანხა მოგვიანებით, უპროცენტოდ ან გარკვეულ პერიოდზე გადანაწილებით დააბრუნონ. 

ჩვენი ხედვით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს რეალურ პრობლემას უგვარებს და აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაუყოვნებლივ მოაგვაროს. „თეგეტა“ უკვე 30 წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს და მსგავსი სერვისების დანერგვა ამ მიდგომის ბუნებრივი გაგრძელებაა“.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მთავარია, გადახდა „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე AmEx საკრედიტო ბარათით განხორციელდეს. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ყველა პროდუქტსა და სერვისზე ვრცელდება, რაც მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ AmEx საკრედიტო ბარათის ლიმიტი - იქნება ეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურება, ნაწილების შეძენა თუ სხვა საჭიროება.

ამასთანავე, თითოეულ გადახდაზე ისინი MR ქულებს დააგროვებენ, რომელთა გამოყენებაც „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ ობიექტებშია შესაძლებელი. მომხმარებლებს მათი გადაცვლა PLUS ქულებშიც შეუძლიათ. სხვადასხვა ტიპის ბარათზე ქულების დაგროვების განსხვავებული სქემა მოქმედებს: American Express Blue ბარათზე - 1 ლარი = 1 MR ქულა, American Express Green ბარათზე - 1₾=1.5 MR, American Express Gold ბარათზე - 1₾=2MR, American Express Platinum ბარათზე - 1₾=3MR. მაისის კამპანიის ფარგლებში კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მოიმატებს, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე პერიოდში დაგროვილი ქულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.

სოფო კალანდაძე, საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი:„საქართველოს ბანკისთვის ეს კამპანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ეს მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, ყოველდღიური ხარჯვა კიდევ უფრო მეტ სარგებლად აქციონ. AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას MR ქულების დაგროვების სისტემა ისედაც მოქმედებს, თუმცა მაისში ეს სარგებელი 10-ჯერ გაიზრდება, რაც იმავე ხარჯით დამატებითი ბენეფიტის მიღებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობები არა მხოლოდ ზრდის ბარათის გამოყენების მოტივაციას, არამედ ქმნის გრძელვადიან ღირებულებას როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისთვის.

„თეგეტა მოტორსისა“ და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ორივე კომპანიის მზაობას, მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტები და სერვისები, არამედ რეალური დამატებითი ღირებულება და გაუმჯობესებული გამოცდილებაც შესთავაზონ. თანამშრომლობის ეს ფორმატი ქმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალშიც განხორციელდეს მსგავსი ერთობლივი კამპანიები და შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს კიდევ უფრო მოქნილად და ეფექტიანად უპასუხებს.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

17.06.2026.18:35

დღეს ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მზის ენერგია კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კომპანიებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვაში, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციასა და ფინანსური სარგებლის მიღებაშიც ეხმარება.

თუ გსურთ გაიგოთ, რა ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია მზის ენერგიის გამოყენებას თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის, რა ეტაპები უნდა გაიაროთ მზის ელექტროსადგურის მშენებლობისას საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში,  Businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული კურსი გაიაროთ.

კურსს უძღვება Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, რომელიც გაგიზიარებთ როგორც ტექნიკურ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით.

კურსის ფარგლებში გაიგებთ:

• როგორ ვითვისებთ მზის ენერგიას;

• რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიის გამოყენებას;

• როგორ მუშაობს მზის ელექტროსადგური;

• როგორ შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება საკუთარი მოხმარების შესამცირებლად;

• რას წარმოადგენს ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურები;

• რა დაფინანსების წყაროები არსებობს მსგავსი პროექტებისთვის;

• როგორ განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა;

• რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;

• როგორია მზის ენერგიის მომავალი და თანამედროვე ინოვაციები.

Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს. პლატფორმაზე ამჟამად 70-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი, პროგრამებზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.

კურსები მუდმივად ახლდება და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ცოდნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა