10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, მოსწავლეებს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
10-ზე მეტ კურსი, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, ხელოვნურ ინტელექტს, დიზაინსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, რაც მათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და ახალი უნარების განვითარებაში დაეხმარება.
პროექტის მიზანია, მოსწავლეებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში.
აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება
საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა პროფესიული კურსიდან შეარჩიონ სასურველი მიმართულება, მათ შორის:
პროგრამირება და ტექნოლოგიები
• პროგრამირების საფუძვლები;
• ვებპროგრამირება ნულიდან;
• Front-end Development;
• Back-end Development;
• React Native ნულიდან;
• IT პროექტების მართვა.
ხელოვნური ინტელექტი
• AI აგენტები და ავტომატიზაცია;
• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
• კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით;
• AI და მეწარმეობა.
დიზაინი და კრეატიული მიმართულებები
• გრაფიკული დიზაინი;
• UI/UX დიზაინი;
• კრეატიული კომუნიკაცია.
რომელ აკადემიებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კურსებს საქართველოს ბანკის პარტნიორი აკადემიები სთავაზობენ, მათ შორის:
• IT აკადემია STEP;
• სქილვილი (Skillville);
• Edutech Academy;
• Re:educate;
• დიზაინ ინსტიტუტი;
• ელექტრონული აკადემია.
კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.
როგორ უნდა გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?
სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
„მეღვინეობა ჯობავას“ ღვინოები უკვე 33 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი
23.10.2026.12:00
ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიმართულებით „მეღვინეობა ჯობავამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - კომპანიის ღვინოები გერმანულ ონლაინ პლატფორმა VINELLO-ს შეთავაზებებს დაემატა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის PR-ისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლიზი მეგრელიშვილმა განუცხადა.
„მეღვინეობა ჯობავას“ ღვინოები გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო ონლაინ ღვინის მაღაზია VINELLO-ს ასორტიმენტს დაემატა. პლატფორმის მიწოდების ქსელი მსოფლიოს 33 ქვეყანას მოიცავს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქართული ღვინო ონლაინ შეუკვეთონ და სასურველ მისამართზე მიიღონ.
მიწოდება ხელმისაწვდომია როგორც ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, ისე იაპონიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და არგენტინაში. VINELLO-ზე წარმოდგენა მეღვინეობისთვის საერთაშორისო გაყიდვების დამატებითი არხია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მომხმარებლებთან წვდომას აფართოებს.
პლატფორმაზე მეღვინეობის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი - თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები, მათ შორის კლასიკური მეთოდით, ქვევრში და მუხის კასრში დაყენებული ღვინოები. არჩევანს ჭაჭის ორი სახეობაც ავსებს.
საერთაშორისო აუდიტორიასთან კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია, რომ ღვინის მიმართ ინტერესი მისი შეძენის რეალურმა შესაძლებლობამ გაამყაროს. VINELLO-ს მეშვეობით ჩვენი ღვინოების 33 ქვეყანაში ხელმისაწვდომობა ბრენდის ცნობადობის გაზრდის ახალ შესაძლებლობას გვაძლევს. გვსურს, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს „მეღვინეობა ჯობავა“, აღმოაჩინოს ჩვენი ღვინოების მრავალფეროვნება და მათი მეშვეობით მეტი შეიტყოს ქართული მეღვინეობის შესახებ“, - ამბობს „მეღვინეობა ჯობავას“ PR-ისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიზი მეგრელიშვილი.
ღვინოების სრული ასორტიმენტისა და შეკვეთის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია VINELLO-ოს „მეღვინეობა ჯობავას“ გვერდზე.