100-მდე დასახლების პროდუქციას ვაწარმოებთ, ექსპორტისთვის შუა აზიის ბაზარს განვიხილავთ - „გრაფიტი“
საღებავების მწარმოებელი Graffiti • გრაფიტი ასორტიმენტს აფართოებს და თვის ბოლომდე ბაზარზე გზის მარკირების საღებავს გამოტანას აპირებს. როგორც Business Insider Georgia-სთან მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა აბუთიძემ განაცხადა, გზის საღებავების წარმოება უკვე დაწყებულია და სარეალიზაციო ქსელი უკვე თვის ბოლოდან გამოჩნდება.
საღებავების საწარმო გრაფიტის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხის საღებავებს აწარმოებს და პროდუქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდის. საწარმოს მშენებლობა ინვესტორს 2 მლნ დოლარი დაუჯდა.
„საწარმო ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეისათვის 100-მდე დასახლების პროდუქციას ვაწარმოებთ. გრაფიტის პროდუქცია იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეალიზაციას ვახდენთ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომლებიც ჩვენს პროდუქციას თბილისის გარდა რეგიონებსაც აწვდის. ჩვენ ასევე საკუთარი მაღაზია გაქვს „ელიავას ბაზრობაზე“, - აღნიშნა ხათუნა აბუთიძე.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გრაფიტის გაყიდვები მზარდია და თუ ერთი წლის უკან კომპანიას არავინ არ იცნობდა, ახლა უკვე იცნობენ და ენდობიან. დღეისათვის გრაფიტი აწარმოებს ინტერიერის საღებავებს, ფასადის საღებავებს, აუზის საღებავებს, რკინის ანტიკოროზიულ საღებავს, ჰიდროიზოლაციას, სხვადასხვა სახის ლაქებს და დამხმარე საშუალებებს და ასევე დასამუშავებელ საშუალებებს.
„ჩვენი პროდუქცია გათვლილია, როგორც ეკონომ ისე პრემიუმ სეგმენტზე და შესაბამისად გრაფიტის პროდუქცია ყველა სეგმენტს მოიცავს. პროდუქციის რეალიზაციას საკმაოდ მისაღები ფასებით ვახდენთ და ამ მხრივ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენი ფასები იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, თუმცა ხარისხით გრაფიტის მიერ წარმოებულ პროდუქცია იმპორტირებულს არ ჩამოუვარდება“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრაფიტი ექსპორტზე გასვლას 2025 წლიდან განიხილავს. წინასწარი მონაცემებით ექსპორტი ამიერკავკასიასა და შუა აზიაში განხორციელდება.
საწარმო აშენებულია სამშენებლო კომპანია ,,ელემენტი’’-ს მიერ, რომლის საქმიანობაც ხარისხის უზრუნველსაყოფად ISO 9001-ით დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს ემსახურება.
„გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიტის საღებავების წარმოება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ქმნის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, კომპანიამ ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამის ფარგლებშიც დიდ წარმატებას მიაღწია და დაფინანსებაც მოიპოვა.
2022 წლიდან დღემდე კი, პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად ერთგულად ვაგრძელებთ ხარისხზე ორიენტირებული ქართული პროდუქტის წარმოებას, რომელიც ევროპულ ბაზარზე არსებულ სტანდარტებს უტოლდება და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს, უმაღლეს ხარისხს, გამორჩეულ სერვისსა და საუკეთესო ფასებს სთავაზობს“, - აღნიშნულია გრაფიტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.