100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს სპეციალური, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული 100-ზე მეტი შეთავაზება მოუმზადა. შეთავაზებები სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, მათ შორის, ტანსაცმელსა და აქსესუარებს, სასწავლო ნივთებს, კვებას, გართობას და სხვა.
სპეციალური პირობებით სარგებლობა საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათის - sCool Card, Student Card, PLUS, SOLO, გამოყენებისას შეუძლიათ.
PLUS შეთავაზებები
Extra.ge და Extra Market - 11 სექტემბერს PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 150 ლარი);
ინტელექტი - 1-15 სექტემბერს, ონლაინ შეძენისას, საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ;
ჭიტა - 14 სექტემბერს PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);
ოპტიმისტი - 1-15 სექტემბერს მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ როგორც ფიზიკურ მაღაზიაში საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას, ისე ონლაინ - საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში.
შეთავაზებები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
Biblusi - 11 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას მომხმარებლები 40%-იან ქეშბექს მიიღებენ. მოსწავლის ბარათზე ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია, სტუდენტურ ბარათზე კი - 100 ლარი;
*შეთავაზებით სარგებლობისთვის სტუდენტებმა ის მობილბანკში უნდა გაააქტიურონ, ხოლო მოსწავლეებმა - sCoolApp-ში.
Carrefour - 12-13 სექტემბერს, sCool Card-ის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 30 ლარი); Student Card-ის მფლობელები კი 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ ყოველ შაბათ-კვირას, 27 სექტემბრის ჩათვლით.
*მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება.
EVEX - 12-13 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ლარი);
*შეთავაზებით სარგებლობისთვის სტუდენტებმა ის მობილბანკში უნდა გაააქტიურონ, ხოლო მოსწავლეებმა - sCoolApp-ში.
Wendy’s, Dunkin’ და Subway - 15 სექტემბერს მხოლოდ sCool Card-ის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარი)
*მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება.
კვების ობიექტები - 15 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ სხვადასხვა ტკბილეულის ობიექტში, მათ შორის: Dodonut, Lunatic, Lumiers, Cinnamon, Bobba, Coffesta, Spinny, Chocotella (ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარის) და სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტებში: Los Amigos , Burger Bar, Big Sam, Gochits, Magsy's Burgers, წიწილა, ჯეკი ჩანი, პოკე ბარი, ვასაბი, ვრაპ მასტერი, ჩიკაგოს სთაილი, პაცა და სხვა (ჯამში მაქსიმუმ 50 ლარის).
SOLO-ს შეთავაზებები
City Mall - 12-13 სექტემბერს, City Mall-ის 50-ზე მეტ მაღაზიაში SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 20%, 25%, 30% ან 40%-ს დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 400 ლარი);
სულაკაურის გამომცემლობა - 12-13 სექტემბერს SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 200 ლარი);
*შეთავაზება ვრცელდება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიაში. ქეშბექის მისაღებად გადახდა საქართველოს ბანკის გადახდის არხით უნდა შესრულდეს.
Antaris - 12-13 სექტემბერს SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები თანხის 40%-ს დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 200 ლარი);
*ქეშბექის მისაღებად გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შესრულდეს, თანხა კი მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
ბიბლუსი - 12-13 სექტემბერს SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები თანხის 40%-ს დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 200 ლარი);
*შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. ქეშბექის მისაღებად გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შესრულდეს, თანხა კი მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
ინფორმაციისთვის, ქეშბექი არ ვრცელდება ვაუჩერებსა და ფასდაკლების ბარათებზე.
საქართველოს ბანკის სხვა შეთავაზებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.