1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 14 აპრილის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 1+1 შეთავაზებით წინანდლის მამულის სასტუმროში, რადისონ ქოლექშენი.
კონცეპტ ასისტენტით ნომრის დაჯავშნისა და ადგილზე თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა დამატებით ერთი ღამე ან ერთი ოთახი.
შეთავაზების განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ დამატებით უპირატესობას ჰპირდება, როგორიცაა 20%-იანი ფასდაკლება ღვინის დეგუსტაციებსა და 15%-იანი ფასდაკლება სპა პროცედურებზე, ენ სემონინის სპაში.
წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენი განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა და დამსვენებლებს განტვირთვის, კულტურული სიმდიდრისა და გასტრონომიულითავგადასავლების დაუვიწყარ გამოცდილებებს სთავაზობს.
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - https://link.tbc.ge/tsinandali
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.