14 წლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი - როგორია „ტარტის“ სამომავლო გეგმები
„ტარტი“ თანამედროვე სტანდარტების საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც 14 წელია მომხმარებელს ტორტების, დესერტების, ნამცხვრებისა და ინდივიდუალური შეკვეთების ფართო არჩევანს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლანა ბლიაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
“ტარტი” თანამედროვე სტანდარტების საკონდიტრო კომპანია გახლავთ, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი დღისთვის, უმაღლესი ხარისხის ტორტებს, დესერტებს, ნამცხვრებსა და ინდივიდუალურ შეკვეთების შესრულებას სთავაზობს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ახალი და ხარისხიანი ინგრედიენტების გამოყენებას, გემოსა და ვიზუალის სრულყოფილ შერწყმას და მუდმივ განვითარებას. “ტარტის” გუნდი 14 წლის განმავლობაში ქმნის დესერტებს, რომლებიც გამოირჩევა როგორც გემოვნური თვისებებით, ისე დახვეწილი დიზაინით. ჩვენი მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის ნებისმიერი დღესასწაული, კიდევ უფრო განსაკუთრებული გავხადოთ.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რომელი პროდუქტებია მომხმარებლების
მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი?
მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახეობის ტორტებს, პორციულ დესერტებს, ნამცხვრებს, ტარტებს, ჩიზქეიქებს, ეკლერებს, სეზონურ სიახლეებსა და სხვა ტკბილეულს. ჩვენი მენიუ მუდმივად ახლდება, რათა მომხმარებელს ყოველთვის ახალი არჩევანი შევთავაზოთ.
ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა: საფირმო ტორტები, დიზაინერული სადღესასწაულო ტორტები, ინდივიდუალური შეკვეთები, ასევე ყოველდღიური დესერტები, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე და ელეგანტური ვიზუალით.

რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან
და რას მიიჩნევთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა ხარისხისა და ინოვაციის ერთობლიობაა. ყველა პროდუქტი მზადდება მხოლოდ ახალი და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, ხოლო “ტარტის” გუნდი მუდმივად ქმნის ახალ გემოებსა და დიზაინებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ხშირად პირველად სწორედ ტარტში ჩნდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ დესერტი, არამედ ემოცია და განსაკუთრებული გამოცდილება. სწორედ ამიტომ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას თითოეული პროდუქტის გემოს, ვიზუალურ მხარეს, ინდივიდუალურ მიდგომასა და ხელმისაწვდომ ფასს. ეს ყველაფერი ქმნის იმ უნიკალურ ღირებულებას, რომელიც “ტარტს” ბაზარზე გამოარჩევს.

რა არის სამომავლო განვითარების გეგმები? გეგმავთ თუ არა ასორტიმენტის
გაფართოებას, ახალი პროდუქტების დამატებას ან სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს?
მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეებზე. ჩვენი მიზანია რეგულარულად შევქმნათ ახალი დესერტები, სეზონური კოლექციები და თანამედროვე ტკბილეული, რომელიც მომხმარებლის ინტერესსა და საერთაშორისო ტენდენციებს პასუხობს.

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი ინოვაციური პროდუქტების დამატებას, მომხმარებლისთვის პერსონალიზებული შეთავაზებების განვითარებას და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, ტარტის კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს, როგორც ადგილი, სადაც ინოვაცია, ხარისხი და განსაკუთრებული გემო ერთ სივრცეში იყრის თავს.
ინფორმაციისთვის, კომპანიის სლოგანია: ტარტი - ჩვენი ტკბილი კუთხე.

სხვა სიახლეები
„მუსიკის სახლი“ ახალი ფილიალის გახსნას და ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს
06.10.2026.18:00
2005 წელს დაარსებული „მუსიკის სახლი“ საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს 20-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „მუსიკის სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ბერიაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მუსიკის სახლი“ 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაარსდა. დღეს „მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 20-მდე საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ არჩევანს როგორც პირველი ინსტრუმენტის შესაძენად, ისე პროფესიული საქმიანობისთვის.

ჩვენ გვსტუმრობენ ინდივიდუალური მომხმარებლები, მუსიკოსები და ორგანიზაციები - მათ შორის სკოლები, თეატრები, საკონცერტო სივრცეები და რესტორნები. პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე, ონლაინ. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დღეს კი, ჩვენს მაღაზიებში, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტები.
როგორ აფასებთ მომხმარებლის მოთხოვნას და რომელ კატეგორიებსა და პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?
ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კლავიშიანი ინსტრუმენტები და გიტარებია. ამ მიმართულებებში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Roland, Casio, Fender, Gibson, Epiphone და Alhambra და ა.შ. „მუსიკის სახლის“ მომხმარებლების ინტერესები მრავალფეროვანია. ჩვენთან სასურველ პროდუქტს პოულობენ პროფესიონალი მუსიკოსები, დამწყებები და მოყვარულები.

ბოლო პერიოდში, აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ინტერესი სახლის აუდიოტექნიკის მიმართ, რომელიც მომხმარებელს საკუთარ სივრცეში მუსიკის ხარისხიანად მოსმენის საშუალებას აძლევს. მელომანების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მომავალში, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ბრენდი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს.
ჩვენს ასორტიმენტში, ასევე, წარმოდგენილია მუსიკის შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობა, ბგერითი თერაპიისა და სამედიტაციო ინსტრუმენტები. თითოეულ მიმართულებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ჟღერადობა და მის საჭიროებებთან შესაბამისობა.
როგორ ვითარდება „მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი და რა ახალი ბრენდების ან პროდუქტების დამატებას გეგმავთ?
„მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ვაკვირდებით მომხმარებლების ინტერესებსა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რათა სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მუსიკოსებსა და მელომანებს საქართველოში ფართო არჩევანი შევთავაზოთ.
ამ კუთხით, ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო. დავამატეთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Gibson, Epiphone, KRK, Peavey და Steinberger. 2027 წლისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან. ვგეგმავთ, გავაფართოოთ მელომანებისთვის განკუთვნილი სახლის აუდიოტექნიკისა და Hi-Fi მოსასმენი მოწყობილობების არჩევანი, ასევე გავაძლიეროთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულება და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, „მუსიკის სახლი“ კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, რომლებიც მუსიკას ქმნიან, უსმენენ ან ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვხსნით ახალ ფილიალს და წელსვე ვუშვებთ ახალ ვებგვერდს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შერჩევის პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვაძლიერებთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულებას.

ასევე, ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას მუსიკოსებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ ნიშნავს. გვსურს, მეტ ადამიანს მივცეთ მუსიკასთან დაახლოების შესაძლებლობა და დავეხმაროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებისა და აუდიოტექნიკის შერჩევაში.