მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი - „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

news image
mbc image

2010 წლიდან მოყოლებული კომპანიამ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დაიმკვიდრა საიმედო, სტაბილური და თანამედროვე სადაზღვევო პარტნიორის რეპუტაცია.
130,000-ზე მეტი დაზღვეულის ნდობა და ასეულობით ორგანიზაციის მხარდაჭერა PSP დაზღვევის გუნდის შრომის, პროფესიონალიზმისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია  „ვაიზერი“.
ბრენდი ასახავს სიბრძნეს, გამბედაობას და გადაწყვეტილებების თავისუფლებას  სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც კომპანია აშენებს მომავალს.

15 ოქტომბერს „ასკანელში“ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წევრები, სფეროს ექსპერტები და ბიზნესის ლიდერები.

ღონისძიების პრეს-ბანერი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ შექმნა. რებრენდინგის იდეა მხატვრულად „მოძრაობის თეატრის“ მსახიობების პერფორმანსმა გააცოცხლა.

PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ლებანიძემ, ხაზი გაუსვა კომპანიის წვლილს ქართული სადაზღვევო სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

„PSP დაზღვევის 15 წლიანი გამოცდილება გვაძლევს ძალას, რომ მომავალს ახალი ხედვით შევხედოთ.
ჩვენი ახალი ბრენდი „ვაიზერი“  არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას.“

„ვაიზერი“ არის ბრძენი თანამგზავრი  ყველასთვის, ვინც არ უშინდება ცვლილებებს, ეძებს სიმართლეს და თამამად იღებს გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ,“   ამ სლოგანით სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა დღეიდან ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო, რითაც დაზღვეულებს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს.

უახლოეს მომავალში „ვაიზერი“ საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ და თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს, რომლებიც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს ბაზარზე.

ბრენდის მთავარი ამბიციაა, შეცვალოს სადაზღვევო ბაზრის წესები, შექმნას პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას რეალურად ამარტივებს და მათ გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფალს ხდის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა