მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

150 ათასზე მეტი მომხმარებელი საქართველოს ბანკის sCoolApp-ში - როგორ ცვლის აპლიკაცია მოსწავლეების ყოველდღიურობას

news image
mbc image

საქართველოს ბანკის sCoolApp პირველი საბანკო აპლიკაციაა მოსწავლეებისათვის, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაეშვა. თითქმის ორ წელიწადში აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა. 100 ათასზე მეტი მოსწავლისათვის sCoolApp-ის მოსახერხებელი სერვისების გამოყენება ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

აპლიკაცია უსაფრთხო სივრცეა, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ საბაზისო საბანკო სერვისებით, იქნება ეს: sCool Card-ის ანგარიშის შემოწმება, თანხის გადარიცხვა ან მიღება, მობილურის ბალანსის შევსება თუ სხვა. ამასთან, sCoolApp-ი  შემეცნებით ფუნქციასაც ითავსებს.

„აპლიკაციის გაშვების დროსაც და დღესაც, მისი არსებობის მთავარი მიზანი უცვლელია: გვსურს, რომ ვიყოთ წარმატებული თაობის წარმატებული აპლიკაცია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალ თაობაში ფინანსურ განათლებას და ციფრული არხით მივცეთ წვდომა მათივე საბანკო ეკოსისტემაზე საქართველოს ბანკში“, — გვეუბნება sCoolApp-ის Product Owner, კობა მჭედლიშვილი.

როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა საქართველოს ბანკის sCoolApp?

კობას თქმით, მათ კარგად იცოდნენ, რომ „ყველაზე ციფრულ თაობას“ პირველი საბანკო სივრცე დააინტერესებდა, რადგან მისი არსებობის საჭიროება უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.  თუმცა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც, რა თქმა უნდა, აპლიკაციაზე მუდმივად მომუშავე გუნდის დამსახურებაა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი მომხმარებელი ამ ძალისხმევას გრძნობს“, — აღნიშნავს კობა, - „ყველა ინიციატივას, რომლის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, წარმატება უპირობოდ და თავისით მოჰყვება ხოლმე“.

სწორედ იმიტომ, რომ sCoolApp-ის შემქმნელებისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, აპლიკაციას გაშვებიდან დღემდე უამრავი საინტერესო და გამოსადეგი ფუნქციონალი დაემატა. კობა ამბობს, თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს რეგისტრაცია და ძირითადი საბანკო პროდუქტების გამოყენება ციფრულად შესძლებოდა. თუმცა, ეს უსაფრთხო, დაცული ციფრული სივრცეა: აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მასში დასარეგისტრირებლად მშობლის ინფორმაციის მითითება და მისი მობილბანკიდან დადასტურებაა საჭირო.

რას სთავაზობს sCoolApp მოსწავლეებს

„დღეისთვის sCoolApp აერთიანებს ეკოსისტემას, რომელშიც შედის ლოიალურობის პროგრამა, lifestyle შეთავაზებები, OpenAI-სთან პარტნიორობით შექმნილი ChatGPT-ის მესენჯერი, ციფრული ყულაბა და მინისტატიები ფინანსური განათლებაზე“, — გვიყვება კობა, — „ახლახან დავასრულეთ “სხვა სამყაროს” გასართობი თავგადასავლის პირველი სეზონი. მომხმარებლის გამოცდილებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა; საინტერესო, მარტივი და, რაც მთავარია, სახალისო გახდა“.

სახალისო გამოცდილების შექმნაში დიდი წვლილი სწორედ „სხვა სამყარომ“ შეიტანა — მოულოდნელობებით სავსე ვირტუალურმა სამყარომ, რომელმაც აპლიკაციის მომხმარებლები საინტერესო და შემეცნებით თამაშში ჩართო.

რა ადგილი უკავია საქართველოს ბანკის sCoolApp-ს მოსწავლეების ცხოვრებაში

როგორც კობა აღნიშნავს, sCoolApp-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების მიცემა და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, საბაზისო საბანკო სერვისებზე წვდომა კი ამ მისიის ნაწილია.

„ეს განაპირობებს ზრდასრულობაში ჩვენს სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ვიღებთ“, — ამატებს კობა, — „sCoolApp-ის მომხმარებელს ადრეული ასაკიდან უვითარდება დაგროვების კულტურა, ეცნობა ფინანსურ ტერმინოლოგიას, რაც აუცილებლად გაუმარტივებს მომავალში ფინანსურ ნავიგაციას“.

ამასთან, აპლიკაცია ზრუნავს მოსწავლეების დროზეც. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ sCoolApp მათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, აპლიკაციის გამოყენება მინიმალურ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები?

„ჩვენი მომხმარებლის უკუკავშირი, როგორ გაცვეთილადაც უნდა ჟღერდეს, ისაა, რაც ყველაზე დიდ მოტივაციას გვაძლევს, გავხდეთ უკეთესები“, - ამბობს კობა. როგორც განმარტავს, უკეთესში იგულისხმება ისიც, რომ მოსწავლეებისთვის აპლიკაციის გამოყენება და ყოველდღიური გამოცდილება კიდევ უფრო მეტად სახალისო გახადონ. სწორედ ამიტომ, მათ წინ ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ.

„სამომავლოდ, sCoolApp ჩვენს მომხმარებლებსა და მათ მშობლებს, როგორც ყოველთვის, გაუმჯობესებულ ეკოსისტემას, თანამედროვე ციფრულ პროდუქტს და ბევრ მოულოდნელ სიახლეს შესთავაზებს“, — ამატებს კობა.

sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა