მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

news image
mbc image

16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატ/საათი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი.

„გთხოვთ, ყურადღებით დავაკვირდეთ რიცხვებს, ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფელის, 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილავატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხამარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა. განაცხადა ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

რა თქმა უნდა კომენტარი ზედმეტია, მხოლოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ ეს შეუქცევადი პროცესია, მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები. თუმცა, ამის პარალელურად, თითქოს შესაძლებელი ყოფილა ხაზების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, უნდა მოხდეს უფრო მეტი ინვესტირება და ქსელზე ახალი მომხმარებლებიც კი უნდა დავიერთოდ, რათქმაუნდა ღიმილისმომგვრელია ეს ყოველივე, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში გვიწევს ოპერირების გაგრძელება. ალბათ, თუ რაიონმა მოიხმარა, 15 უფრო დიდი რაიონის ტოლფასი ელექტროენერგია, კიდევ ისე უნდა გაძლიერდეს ქსელი რომ 30-40 რაინის მოხმარება მოხერხდეს, ნუ რაღა უნდა ვისაუბრო, ეს ხომ არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა? აგრეთვე რათქმაუნდა ვცდილობთ, ჩვენს ბაზაში არსებულ აბონენტებს დროულად და ხარისხიანად გავუგზავოთ სმს-ები, ავარიული გათიშვების თუ გეგმიური შეზღუდვების შესახებ, - აცხადებენ კომპანიაში.

,,რაც შეეხება რეალურ საქმეს, თუ მართლაც მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს, ალბათ აუცილებელია გაანალიზდეს სამწუხარო, თუმცა სავსებით შესაძლო სცენარი - დავუშვათ მესტიაში ფიქსირდება მინუს 20-25 გრადუსი; ელექტროენერგიის იმედათ, ოჯახების უმეტესობას როგორც წესი არ აქვს მომარაგებული შეშა; რეგიონში არ არსებობს გაზმომარაგება; დიდთოვლობის გამო ზოგიერთი მიმართულებით ჩახერგილია გზები და ამ დროს 1-2 სრული დღით ან უფორ მეტი ვადით წყდება ელექტროენერგიით მომარაგება.

ამ შემთხვევაში რა ხდება? არის მესტია მზად ამისთვის? რა შედეგი შეიძლება დადგეს? რათქმაუნდა ყოველ ზემო აღნიშნულ საფრთხეზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომლებიც ბოროტად იყინებენ იმ დიდ სიკეთეს რაც აქვს მესტიის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია ენერგო-პროსგან, უფასო ელექტრომომარაგებას ვგულისხმობ და ამ მიმართულებით ზემო სვანეთში დალექილია კომპანიის 60 მილიონი ლარი“ - დასძენს მიხეილ ბოცვაძე

,,რაც შეეხება გამოსავალს, რათქმაუნდა არსებობს, ჩვენს მიერ ოპარაციათა სრულად წარმოების შემთხვევაში, 1 წელიწადში მესტიაში დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, დარეგულირდება მიწოდებული ელექტროენერგიის ყველა პარამეტრი, შემცირებას დაიწყებს ავარიული გათიშვების ოდენობა, მესტიის მოხმარება გახდება გონივრული და ამ ყველაფრით რეგიონს თავიდან ავაცილებთ გარდაუვალ ენერგეტიკულ კოლაფსს. ეს გამოსავლები პირველ რიგში სჭირდება მესტიის კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, ზოგადად მთელს ზემო სვანეთს და არა ენერგო-პროს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მზადყოფნას კვლავ ვადასტურებთ დავიწყოთ შესაბამისი ცვლილებები“ - ახადებს ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა