16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის უწყვეთ განახლებას, რათა გაზრდილი მოხმარების პირობებშიც სწრაფი და ხარისხიანი კავშირი გქონდეს.
ივლისში „სელფის“ ქსელს 5 საბაზო სადგური დაემატა - თბილისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. Ამასთან, უკვე არსებული სადგურები 92 ლოკაციაზე გაძლიერდა - მოდერნიზაცია ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კოპიტნარსა და აჭარის დასახლებებში. შედეგად:
• მთელი ქსელის მასშტაბით 5G-ით ფაილების ატვირთვის სიჩქარე თითქმის 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების, ვიდეოების და სხვა დიდი
მოცულობის ფაილების გაზიარება გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლია;
• თბილისში გაიზრდა ინტერნეტით ფაილების ჩამოტვირთვის და ატვირთვის სიჩქარე, მათ შორის 5G-ით ატვირთვის სიჩქარე 17.4%-ით გაიზარდა;
• რუსთავში ქსელის რეაგირების დრო თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე თითქმის 15%-ით გაიზარდა;
• ბათუმში 4G ქსელის რეაგირების დრო 15.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G-ით ატვირთვის საშუალო სიჩქარე გაორმაგდა;
• 4G ქსელმა, მაის–ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 7.2%
ით მეტი ინტერნეტ ტრაფიკი გაატარა და მოემსახურა 4.4%ით მეტ აქტიურ
მომხმარებელს. გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, ქსელის მასშტაბით ხარისხი იყო სტაბილური, ხოლო არაერთ ქალაქსა და რეგიონში - გაუმჯობესდა;
• Ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ზრდა გვაქვს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქუთაისში, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში;
• აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში 5G-ით ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ყველაზე მაღალი ზრდა იყო.
"სელფი” უწყვეტად მუშაობს ქსელის გაუმჯობესებაზე, რომ ყოველდღე კიდევ უფრო სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
11.08.2026.13:37
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს?
თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან და ერთ დიდ მეგობრულ ქსელს ქმნის, სადაც მთავარი ძალა ურთიერთმხარდაჭერაა. პროექტის წესი უცვლელი და მარტივია: ნებისმიერ მონაწილე ობიექტში დაგხვდებათ პოსტერი ჯაჭვის შემდეგი წევრის ფასდაკლების კუპონით. ჩამოხევთ კუპონს, მიდიხართ სხვა ბიზნესთან ფასდაკლების მისაღებად, სადაც კიდევ ახალი ობიექტის კუპონს აღმოაჩენთ - ასე იკვრება წრე.
პირველი წრე Dodonut-იდან იწყება
დოდონატი ქართული დონატების საცხობი და კაფეტერიაა, რომელიც ცნობილია ყოველდღიურად ახალგამომცხვარი, ფუმფულა და უგემრიელესი დონატებით. დოდონატი მაღალ ხარისხთან და მრავალფეროვან გემოებთან ასოცირდება, სადაც ტკბილეულთან ერთად არომატული ყავისა და ცივი სასმელების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ამ წარმატების უკან კი შეკრული გუნდი და დიდი ენთუზიაზმი დგას, ბრენდმა გაფართოებაც მალევე შეძლო და ბათუმშიც გახსნა ფილიალი.
როგორც დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, ამბობს, ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრია:
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამ ინიციატივაში ჩართვაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. მცირე ბიზნესები, ფაქტობრივად, საერთო საქმეს ვემსახურებით, თითოეული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, როცა სხვაზე ზრუნავ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება შენს ბიზნესზეც.“
გზა გრძელდება City Hikers-ისკენ
Dodonut-იდან წამოღებული ფასდაკლებით გზას City Hikers-ისკენ აგრძელებ. ეს არის სამეზობლო კოფიშოპი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გელოდება. იქნება ეს დილის ყავა, შუადღის ბრანჩი თუ საღამოს განტვირთვა ჭიქა ღვინოსთან ერთად.
City Hikers-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, თუ რატომ არის მისთვის მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები და საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი:
„ჩვენი საქმიანობის გაზიარება სხვა მცირე ბიზნესების მომხმარებლებთან გვეხმარება, უფრო სწრაფად გავზარდოთ ცნობადობა და მეტ ადამიანს გავაცნოთ საკუთარი თავი. ამასთანავე, ამგვარი თანამშრომლობა მეგობრული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რამაც შესაძლოა მომავალში ახალი კოლაბორაციები წაახალისოს. ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია, გადამწყვეტია, რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად გვიჭირს, მოკლე დროში ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა. ეს პლატფორმა კი შესანიშნავი საშუალებაა ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების გასაძლიერებლად.“
ჩაერთეთ ჯაჭვში
ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:
Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut
თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ, და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი.
მონაწილეობა მარტივია:
ამ პროექტით მონაწილე ბიზნესები ქალაქში ახალ მარშრუტს ქმნიან. ობიექტების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი. ეს ინიციატივა ამტკიცებს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით წინსვლა ბევრად უფრო ადვილია. ჯაჭვი არ ჩერდება და უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ, დაელოდეთ მომდევნო სტატიებს და აღმოაჩინეთ ახალი სივრცეები.