17 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოსგან მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც მადლიერები ვართ - რატი ღოლიჯაშვილი
17 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოსგან მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც მადლიერები ვართ - რატი ღოლიჯაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“ და GITA - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ერთს გავუსვამ ხაზს: GMP სერტიფიცირების ნაწილი რეალურად ინიცირებული იყო რეგულაციურ დონეზე და ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა სწორედ ეს რეგულაცია იყო. ჩვენი ინვესტიცია განხორციელდა სწორედ ამ საერთაშორისო სერტიფიკატისა და სტანდარტის მოსაპოვებლად.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეგულაცია ბოლომდე და მთელ ბაზარზე გავრცელდეს. ამ შემთხვევაში, ფაგების პრეპარატებთან მიმართებით, ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაც გავწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბაზარი ჰომოგენური იყოს და ეს რეგულაცია მთლიანად ბაზარზე, ყველა მოთამაშეზე გავრცელდეს. ეს ძალიან კარგი იქნება.
მეორე თვალსაზრისით, სახელმწიფო - ჩვენი მოდერნიზება ბაქტერიოფაგის ისტორიული საწარმოსი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. ეს იყო ეკონომიკის სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“, მათ შორის GITA. თქვენ წინა გადაცემაში ახსენეთ, რომ ერთ-ერთ კომპონენტში GITA-ც იყო და ნამდვილად ზურგის ქარი იყო. ხაზს გავუსვამდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა ჩვენი კომპანიისთვის 17-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება, რომ არა ამ ინსტრუმენტების დახმარებით მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ.
ეს ძალიან კარგი მაგალითია კერძო-საჯარო თანამშრომლობის თვალსაზრისით. კიდევ ვისურვებდი, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ ფაგების სექტორი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ინოვაციური მიმართულება საქართველოში, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმავე მიზნის მისაღწევად, რომ საქართველო რეალურად გახდეს რეგიონული და მსოფლიო ჰაბი კვლევის, წარმოებისა და პრაქტიკაში ფაგოთერაპიის გამოყენების მიმართულებით.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო და ინსტიტუციური მხარდაჭერა, ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და მაგალითები“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
სხვა სიახლეები
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
22.10.2026.10:38
თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:
• უფასო ბიზნესნაკრები;
• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი
ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.
პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა