მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მთავარია სწორედ დავინახოთ საჭიროება, იქ სადაც სჭირდება სახელმწიფოს ჩარევა ის განხორციელდეს სათანადოდ - ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის კონფერენცია, რომელსაც წელს უკვე მეორედ ვატარებთ, ჩამოყალიბდეს როგორც კერძო-საჯარო პარტნიორობის პლატფორმა, სადაც ვიმსჯელებთ სასიკეთო ძვრებზე, მათ შორის პრობლემატიკაზე და იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, არსებული პრობლემები და გამოწვევები მთავრობასაც კარგად ესმის და რომ პრობლემების სწორად დანახვა, მისი გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

„ბიზნესის მოსაზრებების მოსმენა არის საინტერესო და ეს დღეს მაღალმა წარმომადგენლობამ მთავრობის წევრების დაადასტურა, რომ მათ ეს საკითხები ესმით. მათ გამოსვლებშიც ეს ყველაფერი ძალიან  კარგად გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ უკვე კონკრეტულ პროექტებზე და კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც დღეს გაკვრით, მაგრამ მაინც იყო საუბარი,  ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. მთავარია, რომ სწორედ დავინახოთ საჭიროება, იქ სადაც სჭირდება სახელმწიფოს ჩარევა, ის ჩარევა განხორციელდეს სათანადოდ. ხოლო, იქ სადაც ზედმეტია ჩარევა, იმ რეგულაციების ფონებზე რაც გვაქვს, გადავხედოთ და შევაფასოთ ეს რეგულაციები. 

ყველაზე მთავარი იყო ის სლაიდები, რომელიც წარმოვადგინეთ იმიტომ, რომ იქ 1500-ზე მეტმა კომპანიამ შეავსო ჩვენი კითხვარები. ამ კითხვარში პირველი და მეორე პრობლემა არის სწორედ კვალიფიციური სამუშაო ძალა და ის ადამიანური რესურსი, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა მცირდება. კომპანიების საინვესტიციო ინტერესი ძალიან მაღალია და თუ კომპანიას უნდა ახალი საწარმო ააშენოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას ამას ადეკვატური სამუშაო ძალა უნდა დახვდეს. თუმცა ამის პრობლემა როგორც ჩანს არის და ეს პრობლემა ძალიან კარგად დავინახეთ, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციას ბიზნეს ასოციაციის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა