20 მლნ ლარის ინვესტიცია და ახალი საწარმო - როგორია Elplus-ის განვითარების გეგმები
„ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით კომპლექსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სისტემების პროექტირებას, აღჭურვილობის შერჩევას, მონტაჟს, ტექნიკურ მომსახურებასა და სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და მეტალის ნაკეთობების ადგილობრივ წარმოებას. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის, კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ელპლუსის“კომერციული დირექტორი ლევან გახოკია ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
“ელ+” ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით კომპლექსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება პრინციპს, რომ შენობის უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირება ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე სწორად დაგეგმილი და ერთმანეთთან ინტეგრირებული სისტემებით იწყება.
ჩვენი მომსახურება მოიცავს საინჟინრო და სახანძრო სისტემების პროექტირებას, შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევას, მონტაჟს, გამართვასა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. ამასთან, კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია საკუთარი საწარმო, სადაც ადგილობრივი წარმოების სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარსა და სხვადასხვა მეტალის ნაკეთობას ვამზადებთ.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ცალკეული პროდუქტი ან მომსახურება, არამედ მათი საჭიროებების შესაბამისი, საიმედო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საინჟინრო გადაწყვეტა.
რა მიმართულებებს მოიცავს თქვენი საქმიანობა და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? ძირითადად, რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ?
“ელ+”-ის საქმიანობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს: სახანძრო უსაფრთხოებას, MEP პროექტირებასა და საინჟინრო სისტემების მოწყობას, მათ შორის გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის, ელექტრომომარაგების და წყალმომარაგებისა სისტემებს. ასევე, ვმუშაობთ ავტომატური ხანძარქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, კვამლის მართვის, აირით ქრობისა და ობიექტებზე დაშვებისა და პარკინგის ავტომატიზაციის მიმართულებებით. მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე დამონტაჟებული სახანძრო სისტემების შემოწმება და ტექნიკური მონიტორინგიც.
ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, გენერალური კონტრაქტორები, არქიტექტურული და საპროექტო ორგანიზაციები, ასევე კომერციული და ინსტიტუციური ობიექტების მფლობელები და ოპერატორები.
ვმუშაობთ სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების პროექტებზე, საცხოვრებელი კომპლექსებიდან და სასტუმროებიდან დაწყებული, სამედიცინო დაწესებულებებით, საგანმანათლებლო სივრცეებით, საოფისე შენობებითა და სამრეწველო ობიექტებით დასრულებული. თითოეული პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვარჩევთ შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტას, რათა სისტემები შენობის საჭიროებებს, ფუნქციურ დატვირთვასა და უსაფრთხოების მოთხოვნებს პასუხობდეს.
რა უპირატესობები აქვს კომპანიას კონკურენტულ გარემოში და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებას ბაზარზე?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მრავალწლიანი გამოცდილების, სერტიფიცირებული პროდუქტის, საინჟინრო კომპეტენციისა და საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების გაერთიანება. მომხმარებელს შეუძლია, ერთ პარტნიორთან მიიღოს როგორც საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და მოწყობის მომსახურება, ისე შესაბამისი პროდუქცია და შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა.
“ელ+”-ის საწარმოს არსებობა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ისე ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავების მიმართულებით. ადგილობრივი წარმოება გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს შევთავაზოთ საქართველოში დამზადებული სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარი და სხვადასხვა მეტალის ნაკეთობა, ხოლო საწარმოო შესაძლებლობები კონკრეტული პროექტის მოთხოვნებთან ადაპტირების პოტენციალს ქმნის.
ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სისტემის მონტაჟი, არამედ მისი გამართული მუშაობა გრძელვადიან პერსპექტივაში. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაღალია, რადგან სწორად დაგეგმილი და გამართული სისტემები ადამიანების სიცოცხლის, ქონებისა და შენობის ფუნქციონირების დაცვას ემსახურება.
სწორედ ამიტომ, ჩვენს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნიკურ სიზუსტეს, ხარისხის კონტროლს, შესაბამის სტანდარტებთან მუშაობასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? რომელ მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და როგორია თქვენი განვითარების ხედვა?
“ელ+”-ის სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ახალი საწარმოს მშენებლობაა, რომელშიც 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ეს პროექტი კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, განვავითაროთ არსებული მიმართულებები, გავაფართოოთ საწარმოო შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ ბაზრის მზარდ მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს არა მხოლოდ მომხმარებლის საჭიროებებზე სწრაფად რეაგირების შესაძლებლობა, არამედ თანამედროვე საინჟინრო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტიც.
პარალელურად, ჩვენი პრიორიტეტია საინჟინრო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროდუქციის ასორტიმენტის განვითარება და ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომლებიც თანამედროვე სამშენებლო სექტორის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს პასუხობს.
ჩვენი ხედვა ეფუძნება კომპანიის გრძელვადიან ზრდას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას. გვჯერა, რომ ახალ საწარმოში დაგეგმილი ინვესტიცია მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის “ელ+”-ის შემდგომი განვითარებისა და ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად.
სხვა სიახლეები
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
26.10.2026.12:25
სასტუმრო „ტელეგრაფის“ სივრცე Network Lounge by Silknet თანამედროვე ქართველი მხატვრის, კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია მხატვრის მრავალფეროვან შემოქმედებას აერთიანებს და დამთვალიერებელს მისი გამორჩეული მხატვრული სამყაროს გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
კაკო თოფურიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ფერს უჭირავს, რომლის საშუალებითაც მხატვარი საკუთარ ხედვასა და ემოციებს გადმოსცემს. მის ნამუშევრებში ექსპრესიონიზმისა და აბსტრაქციის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის და ფერის თავისუფალი მოძრაობით, მკვეთრი კონტრასტებითა და მოულოდნელი ფორმებით გამოირჩევა.
მხატვრის ინდივიდუალურ სტილს განსხვავებული მოტივების სინთეზი განსაზღვრავს. ერთი შეხედვით მარტივი ფორმები ხშირად რთულ, მრავალშრიან კომპოზიციებად გარდაიქმნება. კაკო თოფურია მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა მასალასა და ფორმაში, რის შედეგადაც ნაცნობი თემები ახალ გამომსახველობას იძენს. მისი შემოქმედება ფერწერასთან ერთად სკულპტურასა და ტექსტილსაც მოიცავს.
გამოფენა სილქ ჰოსფითალითისა და სილქნეტის მხარდაჭერით 25 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.