მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

გამარჯვებული სტარტაპები:

  • Eye2Eye -  პროდუქტი არის აპარატი, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის ანუ "სიელმის" და ამბლიოპიის ანუ "ზარმაცი თვალის" სტატისტიკის გლობალურ შემცირებას. Eye2Eye აპარატი არის სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც ყველაფერ ამას აკეთებს მარტივი ყოველდღიური ვარჯიშის საშუალებით.
  • Roommate Georgia - ალგორითმის საშუალებით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ, იპოვნონ ოთახის მეზობელი, გადაინაწილონ ბინის ქირის ხარჯი, რაც საცხოვრებელს ბევრად ხელმისაწვდომს ხდის მათთვის. მეორეს მხრივ, ბინის მეპატრონეებს შეუძლიათ, გააქირაონ ბინა საკომისიოს გადახდის გარეშე, ასევე დარწმუნდნენ ბინის მდგომარეობაში სახლიდან გაუსვლელად. –
  • Retain - კომპანიები იყენებენ რითეინს იმისათვის, რომ მიიღონ მომხმარებლის უკუკავშირი საკუთარი ფილიალებიდან QR კოდებისა და ონლაინ არხებიდან SMS-ის, ელ.ფოსტისა და ინტეგრაციების (API, SDK) საშუალებით.
  • Horsetours - საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა,  რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს. სტარტაპი საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს  საშუალებას აძლევს, გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მომხმარებელს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიან პლატფორმას სთავაზობს.
  • Zeussing - ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, სასტუმროების Self Check-in სერვისი სტაფის გარეშე.
  • Adviso - მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია, შექმნილი მიკრო/მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც ძალისხმევის გარეშე, რეალურ დროში იძლევა ინტუიციურ ბიზნეს ანალიტიკურ და ქმედით ფინანსურ რჩევებს.
  • Connect - სტარტაპი სთავაზობს სამედიცინო მიმხმარებლებსა და მიმწოდებელს ციფრულ სივრცეს მათი ინტერესების თანაკვეთისთვის. ერთ გადახდაში სისტემა აკავშირებს სამედიცინო დაწესებულებებს, ტურისტულ და სადაზღვეო სააგენტოებსა და დაბინავების სექტორს.
  • DataStudio -  AI-ზე ორიენტირებული ERP სისტემა, რომელიც გარდაქმნის ოპერაციათა მართვას. ჩვენი უნიკალური „ინტელექტუალური ხედვა“ ახდენს მონაცემთა პრეზენტაციის მორგებას. ამავდროულად, ჩვენი ინოვაციური Q&A რეპორტინგი იძლევა მყისიერ ინფორმაციას.
  • metric.ge - სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებს ეხმარება, შესაძენი ქონების შერჩევაში, მათ შეფასებაში და შესაძენად საჭირო ფინანსების მიღებაში.
  • Mimirex - marketplace, რომელიც აკავშირებს ტექ. ინდუსტრიაში კარიერის დაწყების, მასში მიგრაციის ან ტექნოლოგიური/სამეწარმეო უნარების გაძლიერების მსურველ მომხმარებლებს აღნიშნულ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებთან.
  • Wiggly AI - ცხოველის პირადი AI ასისტენტი, რომელიც შეინახავს ცხოველის ისტორიას და მის საფუძველზე ოთხფეხა მეგობრის მეპატრონეს გაუწევს ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას, მისცემს პერსონალიზირებულ რჩევებს მისთვის საინტერესო/საჭირო საკითხზე.
  • Promofy - გემიფიკაციის პლატფორმა, რომელიც AI გამოყენებით თამაშის ელემენტებს ამატებს ციფრულ პროდუქტებში, როგორიც არის ქულები, დონეები, ბეიჯები და სხვა.
  • Sfero - დასაქმების პლატფორმა, რომელიც აჩქარებს დასაქმების ეფექტურობას და ამცირებს მის ხარჯებს.
  • tasteit - connecting foodmates - სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია საკვებზე. ის ინდივიდებს საერთო კულინარიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკავშირებს, ხელს უწყობს ნამდვილ ინტერაქციას და საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა უნიკალური კულინარიული გამოცდილება მიიღონ. 
  • Herio - სწრაფი დასაქმების პლატფორმა აკავშირებს სტუმართმასპინძლობის სფეროს ახალგაზრდებთან. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს

    რკო

    ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა