მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

news image
mbc image

„თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს - ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა საბურავების ნარჩენებისგან ტაბახმელა გაწმინდეს. მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, ტერიტორიიდან 20 ტონამდე, ანუ დაახლოებით 2 500-3 000 ცალი, საბურავი გაიტანეს. პრობლემა „თეგეტა გრინ პლანეტის“ გუნდმა თავად აღმოაჩინა, ინიციატივა შესაბამის უწყებებთან შეათანხმა და აქციის ლოგისტიკური მხარეც უზრუნველყო. ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ტაბახმელაში გამართული აქცია „თეგეტას“ გარემოსდაცვითი და კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტივობა არ არის - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვმუშაობთ საავტომობილო სექტორში და გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ იმაზეც, სად აღმოჩნდება პროდუქტი მას შემდეგ, რაც რესურსს ამოწურავს. ტაბახმელა სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, სადაც ბუნებას წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენით საფრთხე ექმნებოდა. დღეს კი ეს ტერიტორია სუფთაა.
ყოველი მსგავსი აქცია მხოლოდ გაწმენდილი ტერიტორია არ არის - ეს გზავნილია საზოგადოებისთვის. გვინდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ საბურავი არის რესურსი, რომელსაც სწორი მართვის შემთხვევაში ახალი სიცოცხლე და ეკონომიკური ღირებულება აქვს“.

ტაბახმელაში საბურავები დიდ ფართობზე იყო გაფანტული, რაც სამუშაოს როგორც ხანგრძლივობაზე, ისე ტექნიკის მობილიზებაზე აისახა.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „უკონტროლოდ დაყრილი საბურავები გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნარჩენია - როგორც ხანძარსაშიშროების, ისე დაშლის ხანგრძლივი ვადის გამო. შესაძლოა, ისინი აალდეს და დიდი ტერიტორია დაზიანდეს. მეორე მხრივ, გახურებისას საბურავი სხვადასხვა მავნე აირს გამოყოფს, თუ მისი შენახვის წესები დაცული არ არის. ამასთანავე, ძალიან რთულია იმის კონტროლი, რაში გამოიყენებენ ამ ნარჩენებს - შესაძლოა, ვინმემ არაკეთილსინდისიერად მართოს და, მაგალითად, უბრალოდ, დაწვას.

ამიტომ ჩვენთვის, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ნარჩენები გარემოს ავარიდოთ და შესაბამისად ვმართოთ. ტაბახმელიდან გატანილი საბურავები „თეგეტა გრინ პლანეტის“ პარტნიორ კომპანია „რექსოლთან“ გადავიდა, „თეგეტა ჰოლდინგთან" დაკავშირებულ საბურავების გადამმუშავებელ საწარმოსთან, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. „რექსოლს“ საბურავების დასაწყობების ნებართვა აქვს და ნარჩენს შესაბამის პირობებში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ინახავს. მომდევნო ეტაპზე კი, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ნარჩენი უკვე საქართველოშივე გადამუშავდება. შედეგად, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც მინარევის სახით მოდიფიცირებულ ასფალტში ურევენ. ამ ტერმინს „რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი“ ჰქვია და ევროპულ ქვეყნებში საგზაო მშენებლობაში აქტიურად გამოიყენება“.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ მსგავს გარემოსდაცვით აქციებს რეგულარულად მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მასშტაბური სამუშაოები უკვე შესრულდა თბილისის შემოვლით გზაზე, ასევე ბაკურიანსა და გიორგიწმინდაში. ჯამში, კომპანიამ გარემოს უკვე 120 ტონამდე მეორადი საბურავი აარიდა. 

„თეგეტა გრინ პლანეტი“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა და ავტორიზებულია სამი მიმართულებით - აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ნარჩენების მართვის. კომპანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე მუშაობს. მგვ ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებული პრინციპია, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში შეიქმნა. ეს არის მიდგომა, რომელიც მწარმოებელს ავალდებულებს, საკუთარი ნარჩენი თავადვე მართოს. „თეგეტა გრინ პლანეტი“ მსგავსი ტიპის აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

გარემოს დაცვა „თეგეტას“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით კილოგრამი საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.

„თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა