2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი $187 მლნ-ით არის გაზრდილი
11 თვის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებული არის 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.
„2012 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებული არის 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, ანუ 180%-იანი ზრდა გვაქვს აქაც.
მე მინდა შევეხო ასევე, რამდენიმე კონკრეტულ მონაცემს, რომელიც უკავშირდება ასევე ქართული ოცნების მმართველობას, ზოგადად ღვინის ინდუსტრია და ზოგადად მევენახეობის განვითარება ჩვენი ერთერთი მთავარი მიმართულება იყო.
2012 წელთან შედარებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით - 290%-ით ბოლო 11 წელიწადში. სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ღირებულების, აქაც გვაქვს დაახლოებით 75 პროცენტიანი ზრდა. ტენდენცია, რა თქმა უნდა, გრძელდება წელსაც, წელს 11 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტმა მიაღწია უკვე 241 მლნ აშშ დოლარს.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილი არის 130%-ით, ასევე ვითარდება თხილის წარმოება. მე მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ უკვე წელს 21 მილიონი ლარი გამოუყო ფერმერებს და ჩვენ ამ მიმართულებას რა თქმა უნდა გავაგრძელებს 2024 წელსაც, ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირში ხორციელდება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ თხილის წარმოება.
კიდევ ერთი მონაცემი რაც მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს ღვინის საწარმოების და მარნების რაოდენობა ჯამში იყო 40, 2012 წელს 40 ღვინის საწარმო და მარანი იყო ქვეყანაში, დღეს - 2500 აღწევს ღვინის საწარმოების და მარნების რაოდენობა, აი ამხელა პროგრესი გვაქვს ბოლო 11 წელიწადში.
რა თქმა უნდა ჩვენ ვავითარებთ და მაქსიმალურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მეტი მიწა გაწყლოვანდეს, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო ერთერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის.
2012 წელს 45 000 ჰექტარი მიწა იყო გაწყლოვანებული. ეს ფართობი 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა ბოლო 11 წელიწადში; მიმდინარეობს ამჟამად 98 მლნ ლარის ღირებულების 48 სამელიორაციო კაპიტალური ობიექტის რეაბილიტაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.