მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2022 წელს „ციტადელმა“ შემოსავლის სახით ₾186 მილიონი, ხოლო „ნოვამ“ ₾161 მილიონი მიიღო

news image
mbc image

სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორი დღითიდღე განაგრძობს განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზარდი მშენებლობის ტემპის ფონზე მთლიანად ეკონომიკაზე.

დღევანდელი ანალიზისათვის შერჩეულია ორი სამშენებლო მასალებით მოვაჭრე კომპანია ციტადელი და ნოვა. ზომის მიხედვით ორივე კომპანია წარმოადგენს პირველი კატეგორიის საწარმოს და ორივეს საოპერაციო ძირითად საქმიანობაა სამშენებლო მასალებით  ვაჭრობა.  2022 წელს, ციტადელის  შემოსავლებმა 186 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 7 მილიონით გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ციტადელის შემოსავლები თითქმის 180 მილიონ ლარს შეადგენდა. ნოვას შემოსავლები 2022 წელს ციტადელთან შედარებით ნაკლებია და 161 მილიონს შეადგენს, რაც ნოვას 2021 წელთან შედარებით შემცირებულია 4.7 მილიონით, რადგან 2021 წელს ნოვას შემოსავლები 165 მილიონ ლარს შეადგენდა.

ორივე კომპანია შემოსავლების განსხვავებულ ჩაშლას გვთავაზობს. 2022 წელს ციტადელის შემოსავლებს 82% მოდის სამშენებლო მასალების რეალიზებაზე, ტექნიკის რეალიზებაზე 13.6%, მიწისა და ტექნიკის ქირიდან შემოსავლების 3.2% ხოლო სხვა დანარჩენი პროდუქტებისა და მომსახურებიდან მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 0.9% იღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ტექნიკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია 3 მილიონით, სამშენებლო მასალების გაყიდვების რაოდენობა კი თითქმის უცვლელი დარჩა. ციტადელის ფინანსური ანგარიშგებიდან შეგვიძლია, თითოეული პროდუქციის თვითღირებულების გათვალისწინებით გავიგოთ, რა არის ამ პროდუქციის ტიპის გაყიდვის შემდეგ მიღებული საერთო მოგება. კერძოდ

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა