2023 წლის 6 თვეში „თელასის“ წმინდა მოგება 45 მილიონი ლარია
სს თელასი სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილების თანახმად ელექტრო ენერგიის თბილისის ტერიტორიაზე გამანაწილებლის ლიცენზიას ფლობს, შესაბამისად ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აბონენტებამდე ელექტროენერგიის მიწოდებას სხვა კომპანია ახდენს, თბილისის შემთხვევაში „თელმიკო“, რომელიც უზრუნველყოფს უშუალოდ აბონენტებისათვის ელექტროენერგიისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება, „თელასი“ კი პასუხისმგებელია უშუალოდ ქსელის მოვლა პატრონობასა და ენერგო რესურსების შესყიდვაზე.
2023 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით თელასის შემოსავალმა 109 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 103 მილიონ ლარს შეადგენდა, ასევე გასათვალისწინებელია სხვა შემოსავლები, რომელიც 19.7 მილიონს შეადგენდა 2023 წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18.1 მილიონ ლარს, შესაბამისად საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 128.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6% ით მეტია 2022 წლის 6 თვის მონაცემებზე, 121 მილიონ ლარზე.
კომპანია თელასი ასევე ასაჯაროებს, შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯს, რაც 2023 წლის მდგომარეობით 16.5 მილიონ ლარს შეადგენდა პირველი 6 თვის მდგომარეობით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 20.1 მილიონ ლარს.
შესაბამისად შესყიდული ენერგიის თვითღირებულება მთლიან შემოსავლებთან მიმართებით 2023 წელს შეადგენდა 13%, 2022 წელს კი 17%. ხარჯების საკმაოდ დიდ წილს ამავდროულად წარმოადგენს პერსონალზე გაწეული ხარჯები, რომელიც 2023 წელს 37 მილიონს წარმოადგენდა, 2022 წელს კი 34 მილიონ ლარს, რაც ელეტროენერგიის შესყიდვის ხარჯზე მაღალი ნიშნულია, ხელფასების წილი შემოსავალთან მიმართებაში 2023 წელს შეადგენდა 29%, 2022 წელს კი 28%. ხელფასები კი ელექტრონერგიის შესყიდულ თვითღირებულებაზე თითქმის ორჯერ დიდ მაჩვენებელს წარმოადგენდა.
2022 წლის მდგომარეობით თელასში დასაქმებული იყო 1887 თანაშრომელი, 1889 კი 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით. შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებაზე დაყრდნობით, თითეული თანამშრომლის საშუალო ხელფასი 2023 წლის პირველი 6 თვის განამვლობაში 3289 ლარს შეადგენდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10% არის გაზრდილი და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალო ხელფასი 2988 ლარი იყო. ხელფასებში გათვალისწინებულია გადასახადები.
2023 წელს, დასაქმებულთა 62% მუშები წარმოადგენდნენ, 29% სპეციალისტები, 8% კი ხელმძღვანელობა, 0.1 კი სხვა დანარჩენ თანამშრომლის კლასიფიკაციაზე ნაწილდება.
2023 წლის 6 თვის მდგომარეობით თელასის წმინდა მოგება 45 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას 35% წმინდა მოგების მარჟა აქვს, 2022 წელს კი შედარებით ნაკლები წმინდა მოგება ჰქონდა თელასს, კერძოდ 14 მილიონით ნაკლები და შეადგენდა 30.9 მილიონს, რაც შემოსავლთან მიმართებით 25% წმინდა მოგებას ნიშნავს. (გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ითვალისწინებს რეზერვების ხარჯს, ცვეთას და ამორტიზაციას)
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.