2023 წლის ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის Opel Astra - ს გადაეცა
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონკურსო ცერემონია Red Dot Award უკვე ექვსი ათეული წელია ინოვაციური დიზაინისა და ტექნოლოგიების მიმართულებით იმართება. წელს, 60 ქვეყნიდან წარმოდგენილ ნომინანტების სიას ოპელის განსაკუთრებული მოდელი ახალი Opel Astra-ც შეემატა. კომპაქტური კლასის ბესტსელერს Rüsselsheim-იდან, Red Dot Award 2023-ის ჯილდო „პროდუქტის დიზაინი“-ს კატეგორიაში გადაეცა. მრავალი ჯილდოს მფლობელმა, Opel Astra-მ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 43 წევრისგან დაკომპლექტებულ ჟიურიზე, მისი უნიკალური, თამამი და დახვეწილი დიზაინით.
მარკ ადამსის, Opel-ის დიზაინის ვიცე პრეზიდენტის თქმით: „ უახლესი თაობის Opel Astra ჩვენი ნათელი დიზაინის ფილოსოფიას მკვეთრად გამოხატავს. Opel-ის ყველა ახალი მოდელის მსგავსად, Astra აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიას და თანამედროვე დიზაინს. ამ პრინციპით დამუშავებულია სალონიც, სრულად ციფრული სუფთა პანელის მართვა შესაძლებელია ინტუიციურად და ფოკუსირებულია არსებით საკითხებზე.”
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.