მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს ახალი ფილიალის გახსნას და ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ - Cinnabon Georgia

news image
mbc image

თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე რამდენიმე თვის  წინ გახსნილი საერთაშორისო ბრენდი Cinnabon-ი მომავალ წელს ახალი ფილიალის დამატებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ტკბილეულის ცნობილი ბრენდი უკვე ძალიან პოპულარული გახდა ქართულ ბაზარზე და მზარდი მოთხოვნაა.

როგორც Cinnabon Georgia-ს პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს,  ახალი ობიექტის გახსნისთვის მზადება დაწყებულია.

,,მერვე თვეა, რაც Cinnabon-ი ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ბევრმა ქართველმა მომხმარებელმა გაიცნო, მიიღო და შეიყვარა ჩვენი ბრენდი. 2024 წელს იგეგმება ახალი ობიექტის დამატება. ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის. აქტიური მოთხოვნაა, რის გამოც გაფართოება გადაწყდა. უცხოელი ტურისტები და მოგზაურობის მოყვარული ქართველები Cinnabon-ს კარგად იცნობენ, თუმცა  ჩვენი უნიკალური დესერტები ყველამ შეიყვარა და უკვე ძალიან ბევრი  ერთგული მომხმარებელი გვყავს. თვითონ დესერტი ცნობილი იყო აქამდე, თუმცა ბრენდი ასე ფართოდ ქართველმა მომხმარებელმა წელს გაიცნო.  ჯამში სამი სახის პროდუქცია გვაქვს, განსხვავებული გემოთი, ვგეგმავთ ახალი გემოების დამატებას, რაც ყველასთვის სიურპრიზი იქნება", - ამბობს ქეთი ფეიქრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა.

კაფე-საცხობ Cinnabon - ში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც გახლავთ Cinnabon -ის სავიზიტო ბარათი.

ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.
ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა.

სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეეძლება სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა