მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს ბათუმში სასაწყობე ბაზის და ლოგისტიკური ცენტრის გახსნას ვგეგმავთ - „თურსას“ დამფუძნებელი

news image
mbc image

2024 წელს მაღაზიების ქსელი „თურსა“ თბილისში გაფართოებასა და ბათუმში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-ს „თურსას“ დამფუძნებელმა ზურაბ  ფუტკარაძემ განუცხადა, გაფართოების გეგმაზე კომპანია აქტიურად მუშაობს.

„თბილისში ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. 2024 წლისთვის ასევე სიახლე გვექნება და ბათუმში გაიხსნება სასაწყობე ბაზა, ლოგისტიკური ცენტრი, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენს პარტნიორ ქარხნებთან უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა განვახორციელოთ.

აღნიშნული ბაზის ასაშენებლად მიწა ბათუმის სამრეწველო ზონაში უკვე გაქვს, რომელიც გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შევიძინეთ. ამჟამად ბათუმის მერიისგან ნებართვების აღების პროცედურა მიმდინარეობს და 2024 წელს დავიწყებთ მშენებლობას.

ეს იქნება დახურული სასაწყობე მეურნეობა, სადაც პროდუქციას განვათავსებთ. ასევე ადგილზე ვგეგმავთ შოუ-რუმის გაკეთებას, რათა დისტრიბუტორებს, ადგილობრივ მაღაზიებსა და სხვა ტიპის ობიექტებს მივცეთ საშუალება, რომ საბითუმო ფასად შეძლონ ჩვენი პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია“, - განაცხადა ზურაბ  ფუტკარაძემ.

„თურსას“ მფლობელი Business Insider Georgia-სთან 2023 წელსაც აფასებს და განმარტავს, რომ კომპანიისთვის 2023 წელი გაყიდვების მიმართულებით საკმაოდ გამორჩეული იყო.

„2023 წელი ჩვენთვის გამორჩეული წელი იყო ვინაიდან ბათუმში დაგვემატა ერთი ობიექტი, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე დიდი ფილიალია. შესაბამისად, გაყიდვების ნაწილში არის 45%-იანი ზრდა და გეტყვით, რომ 2023 წელი გაყიდვების კუთხით ყველაზე წარმატებული იყო გასულ წლებთან შედარებით.

ქსელში ასორტიმენტის განახლებას მუდმივად ვახდენთ. 2023 წელს დაახლოებით 20%-ით განვაახლეთ პროდუქციის ასორტიმენტი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქცია მომხმარებლის მოწონებას აქტიურად ინარჩუნებს და შესაბამისად, ამ ქარხნებთან სტაბილურად განვაგრძობთ თანამშრომლობას.

რამდენიმე თვის უკან თანამშრომლობა განვაახლეთ და ჩვენს მომხმარებელს „სუპერ ფრეშის“ (SuperFresh) პროდუქცია შევთავაზეთ. აღნიშნული კომპანია თურქეთში წამყვანი ბრენდია გაყინული პროდუქციის სეგმენტში. აქვს უმდიდრესი პროდუქციის პორტფელი და გაყინული სურსათის ბაზარზე წარმოდგენილია  21 კატეგორიაში 400-ზე მეტი პროდუქტით.  აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე თვეა რაც „სუპერ ფრეშის“ პროდუქტი შემოვიტანეთ ჩვენს ქსელში და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მომხმარებელი კმაყოფილია და ეს ბრენდი ჩვენ ქსელში წარმატებით დამკვიდრდა“, - აღნიშნა „თურსას“ მფლობელმა.

აღსანიშნავია, რომ „თურსა“ ამ დროისათვის 4 ფილიალითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი თბილისში, ხოლო 3 ბათუმში მდებარეობს.

„თურსას“ პირველი მაღაზია საქართველოში, ბათუმში 2009 წელს გაიხსნა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა