მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს ექსპორტს 51 კომპანია ახორციელებს, 5 მსხვილი კომპანიის ერთობლივი წილი 60%-ია - GCCA-იმ მოცვის ბაზრის შეფასება დაასრულა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მოცვის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, 2020-2024 წლებში,  კონკურენტული გარემო შეფასდა.  მონიტორინგის დაწყების საფუძველს ადგილობრივი ფერმერების მომართვა წარმოადგენდა.

განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა შემდეგი:

1.         2020-2024 წლებში, (2024 წლის 10 თვე), ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია. რაოდენობრივი კუთხით, 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან ექპორტირებულია 660%-ით მეტი მოცვი (4969 ტონა) ვიდრე 2020 წელს (654 ტონა). ღირებულებით ნაწილში კი ზრდამ შეადგინა 595%, 2020 წელს ექსპორტირებულია 11,4 მლნ. ლარის მოცვი, ხოლო 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 78,420 მლნ. ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ყოველ მომდევნო წელს.

2.         2020-2022 წლებში, შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია, ხოლო 2023-2024 წლებში ინდექსი მხოლოდ მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ ზღვარს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ბაზრის ექსპორტის დონე არ არის კონცენტრირებული კომპანიების მცირე რაოდენობის დონეზე, რაც დადებით ფაქტორს წარმოადგენს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით;

3.         ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა მზარდია. 2024 წლის მდგომარეობით ექსპორტს 51 კომპანია ახორციელებდა. პრაქტიკულად, ყოველწლიურად, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური აგენტი, ასევე, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი ეკონომიკურის აგენტის შემადგენლობაც, 2020 -2024 წლის პერიოდში 5 მსხვილი კომპანიის წილი 54%-63%-ის არეალში იყო წარმოდგენილი;

4.         ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით;

5.         მოცვის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში ხორციელდება 2024 წელს აღნიშნული ქვეყნის წილი 86%-ის ფარგლებშია, თუმცა, ბოლო წლებში ამ მიმართულებით შესამჩნევია დადებითი ტენდენცია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების თვალსაზრისით - მზარდია ევროპაში ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა.

GCCA-ის შეფასების საფუძველზე, მოცვის შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონეზე არ გამოიკვეთა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად, არ არსებობს განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი. კერძოდ, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსისა და მისი ცვლილების, მსხვილი კომპანიების წილობრივი გადანაწილებისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო 2020-2024 წლებში (ოქტომბრის ჩათვლით), შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.

2024 წელს, GCCA-ის მიერ დასრულდა 2 - თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე დაკვირვების ქვეშ რჩება 3 - საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის (FMCG), საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა