მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს კიდევ 8 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ - „ამბოლი“

news image
mbc image

ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია „ამბოლი“, ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კომპანია ბაზარზე გაფართოებასაც განაგრძობს და წლის ბოლომდე კიდევ 2 ფილიალის გახსნასაც აანონსებს.

თუ რას საქმიანობს „ამბოლი“ და როგორია მისი გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორს ზურა შალამბერიძეს ესაუბრა.

- დღეისათვის „ამბოლი ბაზარზე რამდენი ფილიალითაა წარმოდგენილი, როგორია კომპანიის გეგმები 2024 წელს?

- კომპანია „ამბოლი“ ამ დროისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 18 ფილიალით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე  2 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება: ვარკეთილსა და ივერთ უბანში.
2024 წელს „ამბოლი“ კვლავაც განაგრძობს გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნა მოიაზრება.

- „ამბოლი“ ბაზარზე რამდენიმე სახეობის პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, რომელიც თავის მხრივ ავტომობილების სათადარიგო ნაწილებთანაა დაკავშირებული. როგორია თქვენი შეფასება რამდენად მზარდია საქართველოში ეს ბაზარი და როგორია კონკურენცია?

- წლიდან წლამდე იზრდება ავტომობილების იმპორტის რაოდენობა, შესაბამისად, ავტო ნაწილების ბაზარიც მზარდია.  ჩვენს სეგმენტში დიდი კონკურენციაა, თუმცა ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური პარტნიორები, როგორიცაა Goodyear, Nexen, Toyo tires, Mutlu, Duracell, Osram, Brembo, TMD, Wolf, Totach, ENI და ეს საშუალებას გვაძლევს ავტო პროდუქტების მიმართულებით ჩვენი ბაზრის წილიც მუდმივად გავზარდოთ.

ასევე, ამ მიმართულებით გვეხმარება ახალი სერვისების განვითარება და ავტომობილის მოვლის პროცესის გამარტივება.

დავნერგეთ მობილური ავტო სერვისი, რომლის საშუალებითაც თქვენი სახლის ეზოში ან სამსახურის პარკინგზე „ამბოლის“ მობილური სერვისი და პროფესიონალი მექანიკოსი მოგაკითხავთ.  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 15-ნოემბრიდან „ამბოლმა“ წარადგინა ახალი შეთავაზება - სუპერ გარანტია საბურავებზე. სუპერ გარანტიის ფარგლებში „ამბოლი“ მომხმარებელს საბურავს მექანიკური დაზიანების შემთხვევაშიც კი, უსასყიდლოდ შეუკეთებს, აღუდგენს ან დაუკომპენსირებს საბურავის ღირებულებას. სუპერ გარანტია სრულიად იცავს მომხმარებელს შესაძლო დამატებითი ხარჯებისგან და უმარტივებს მას ავტომობილის მოვლას. 
წელს დაგვემატა ავტომობილის დეტალური შემოწმების სერვისი, წარმოიდგინეთ, რომ მანქანის ყიდვა ან გაყიდვა გსურთ და სათანადო შემოწმება გესაჭიროებათ. „ამბოლში“ მანქანას დეტალურად დაგითვალიერებენ და შეფასების დოკუმენტსაც მოგცემენ. ამის შემდეგ, კი თავად გადაწყვეტთ, მისაღებია თუ არა კონკრეტული ავტომობილის შეძენა.

-  ავტომობილების რიცხოვნობის პირდაპირ პროპორციულად იზრდება თუ არა ქვეყანაში სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ბაზარი და დღეს კონკრეტულად რომელ სეგმენტში ლიდერობს „ამბოლი“?

- სტატისტიკის მიხედვით ნამდვილად მზარდია ავტომობილების ბაზარი, წამყვან პოზიციებს ვიკავებთ მსუბუქ, სატვირთო და სპეც ტექნიკის საბურავებში, საავტომობილო ზეთებში,  აკუმულატორებსა და სამუხრუჭე სისტემებში.

- „ამბოლი“ საქართველოში რამდენიმე გლობალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ბრენდებთან თუ მწარმოებლებთან და უნდა ველოდოთ თუ არა 2024 წელს თქვენი დახმარებით ბაზარზე რომელიმე ახალი ბრენდის ოფიციალურ გამოჩენას?

- ახალი ბრენდების დამატება მუდმივი პროცესია, „ამბოლი“ ყოველწლიურად ცდილობს ახალი და მომხმარებლებისთვის სანდო მწარმეობელები შემოიყვანოს ქართულ ბაზარზე. 2024 წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებული იქნება, რადგან მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე დასრულებული გვაქვს  მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან და უახლოეს მომავალში ამის შესახებ ჩვენი მომხმარებლები შეიტყობენ.

- ბოლო პერიოდში უკვე საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა, რომ ზამთრის პერიოდში ავტომობილებმა გადაადგილებისთვის სხვა ტიპის საბურავები უნდა მოიხმარონ. როგორია თქვენი დაკვირვება ბაზარზე, რამდენად არის ქართველ მომხმარებელში უკვე ეს კულტურა, თუ არ არის რატომ? და ასევე, თქვენს მაგალითზე, რამდენადაა გაზრდილი მოთხოვნა სეზონურად შესაბამის საბურავებზე.

- „ამბოლი“ ჩართულია უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ცნობიერების ამაღლებაში და გვიხარია, რომ წინა წლებთან შედარებით საბურავების სეზონური ჩანაცვლების კულტურა მზარდია, ეს კი პოზიტიურ პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ქართველი ავტომფლობელები მეტად ზრუნავენ გადაადგილებისას საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე.

სახელმწიფომ გადადგა ამ კუთხით საკმაოდ დიდი ნაბიჯი, როგორც დაანონსდა, შესაძლებელია  1 დეკემბრიდან 1 მარტამდე დაწესდეს შეზღუდვები ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაადგილებაზე.

აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მძღოლების, ისე მგზავრების უსაფრთხოებას ზამთარში.  ჩვენთან საბურავების ჩანაცვლება ხშირად, ასოცირდება მხოლოდ გაწეულ არასასურველ ხარჯთან, აუცილებელია, გვახსოვდეს ის უპირატესობების, რაც სწორი საბურავით გადაადგილებას ახლავს.  გამოცდილება ადასტურებს, რომ  გადაადგილება სეზონის შესაბამისი საბურავით არის ბევრად უსაფრთხო, უმჯობესდება გზის საფარზე მოჭიდება, მცირეა სამუხრუჭე მანძილი და მძღოლს აქვს მანევრირების საშუალება.
 საქართველო არის მაღალმთიანი რეგიონი, გვაქვს საშუალება,  რომ ზამთრის კურორტებზე მაქსიმუმ 2-3 საათში მივიდეთ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, შესაბამისად, სწორი სეზონის საბურავით გარანტირებული გვაქვს შეუზღუდავი გადაადგილება.

რეალურად, ზამთრის საბურავების შეძენა გამართლებული ხარჯია, რადგან ზემოთ აღნიშნული არამატერიალური სარგებლის გარდა, მატერიალურადაც მოგებულ პოზიციაშია  მძღოლი. ვუფრთხილდებით ზაფხულის საბურავს და სეზონური ჩანაცვლების წესის სწორად დაცვისას, ზამთრის ახალი საბურავი საშუალოდ 4-5 წელი თავისუფლად გვატარებს.

დასკვნის სახით კი, ავტომფლობელებს ვურჩევთ, რომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდება, დროა თქვენი ავტომობილი გადააწყოთ ზამთრის სეზონის შესაბამისად და შეცვალოთ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა