2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით - სოსო ფხაკაძე საქართველოში „ვენდისის“ ქსელის განვითარებაზე
საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ს მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს საქართველოსთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყო შედეგია, - აღნიშნა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მისი თმით, „ვენდისს“ და მის გუნდს 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს.
„ვენდისმა“ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი საქართველოში. 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ს მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელები მრავალი წელია წარმატებით ფუქნციონირებენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყო შედეგია. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ასობით ადამიანს, ვინც ბრენდის განვითარებაშია ჩართული. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფი“ 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
აღსანიშნნავია, რომ საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია ჩუბინიზე კი „ვენდისის“ საერთაშორისო ქსელის 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის გამოარჩიეს და დააჯილდოვეს მომხმარებლისთვის რესტორანში სტუმრობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფისა და მიღწეული შედეგებისთვის.
„ვენდისის“ ქსელის განვითარებით ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ვენდისში“ სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive-Thru მომსახურების მიღება სწრაფად სურს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია რესტორნის ლოკაციები. „ვენდისი“ დღეს უკვე არამხოლოდ ქალაქების ცენტრალურ უბნებს, არამედ გარეუბნებსაც მოიცავს. მიწოდების სერვისით ერთგული მომხმარებლები 24/7-ზე სარგებლობენ. საკუთარი აპლიკაციით კი პროდუქტების წინასწარი შეკვეთა და გადახდაა შესაძლებელი. შეძენილ პროდუქტს კი რიგში დგომის გარეშე „ვენდისის“ ნებისმიერ რესტორანში მისვლისთანავე მიიღებთ.
„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2024 წელს „ვენდისი“ საქართველოში 19 რესტორნით შეხვდა. 2023 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ სამი, „დანკინის“ ცამეტი და „საბვეის“ თორმეტი რესტორანი გახსნა და ჯამში 1500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს, რომელიც ჯამურად „ვენდისის“, „დანკინის“ და „საბვეის“ 117 ობიექტს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.