2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 1,259 მლნ ლარი შეადგინა
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2024 წლის სადაზღვევო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 259 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.
სულ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან: 2023 წელი– 1,064 მლნ. ლარი, 2024 წელი– 1,259 მლნ. ლარი.
სულ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან: 2023 წელი– 1,064 მლნ. ლარი 2024 წელი– 1,259 მლნ. ლარი.
სულ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან: 2023 წელი– 614 მლნ. ლარი 2024 წელი– 760 მლნ. ლარი.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სტატისტიკური მაჩვენებლებით, სულ გამომუშავებულმა პრემიამ შეადგინა 1,143 მლნ. ლარი, ხოლო სულ დამდგარმა ზარალმა – 708 მლნ. ლარი.
სულ ნეტო გამომუშავებული პრემია –843 მლნ. ლარი. სულ ნეტო დამდგარი ზარალი – 513 მლნ. ლარი.
საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.