მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს სამ კვარტალში გვქონდა 3-4%-იანი ზრდა, ტრენდი აჩვენებს, რომ მოსახლეობამ თანხები დანაზოგებისკენ მიმართა - „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი

news image
mbc image

2024 წელს ფაქტობრივად გაგრძელდა ის ტრენდი, რაც 2023 წელს იყო. წელს არჩევნების წელია და იყო მოლოდინი, რომ ამ ფაქტორს გაყიდვებსა და „თბილისი ცენტრალის“ ბრუნვაზე გავლენა ექნებოდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.

„2024 წელს პირველ სამ კვარტალში გვქონდა 3-4%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. თუმცა ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გავლენა ჰქონდა ტექნიკის მაღაზიების გაყიდვებზე და კლებამ დაახლოებით 30-35% შეადგინა“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.

რაც შეეხება „თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ სხვა ობიექტებს, მათ შორის „ოქროს ბირჟის“ საქმიანობას, როგორც ლევან ყარალაშვილი ამბობს ოქროზე მოთხოვნა სტაბილურია.

„ოქროზე ფასი გაიზარდა. ტრენდი აჩვენებს, რომ მოსახლეობამ თანხები დანაზოგებისკენ მიმართა და ვითარების გაურკვევლობიდან გამომდინარე, თავს იკავებენ ხარჯვისაგან. რაც შეეხება საცალო ვაჭრობას - ტანსაცმელსა და დაბალფასიან სეგმენტზე, გაყიდვებში მანდაც კლებაა, ოღონდ შედარებით უმნიშვნელო. საბოლოო ჯამში რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ წლის დასასრულამდე, რაც არ მგონია რომ გარდამტეხი იყოს“, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ფართების 100%-ია გაქირავებული.

„ 2023 წელს განახლდა გრძელვადიანი იჯარები, რომელიც 3-დან 5-წლამდეა. ამ მიმართულებით ფასების გადახედვა და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ახალ წელს იანვარ-თებერვლის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო დაბალი სეზონია და ამ ჭრილში იმედს ვიტოვებთ, რომ თუ გაზაფხულზე ვითარება დასტაბილურდა, ნორმალურ რელსებზე დავბრუნდებით“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.      

თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.

ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.

პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა