2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლი Tesla 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიის წლიური მოგება გასულ წელთან შედარებით 23%-ით არის შემცირებული.
2024 წელს Tesla-ს მოგება $8.4 მილიარდს გაუტოლდა. თუმცა, 2023 წელთან შედარებით, 1%-ითაა გაზრდილი მთლიანი წლის შემოსავლები, რაც თავის მხრივ $97.7 მილიარდს უტოლდება.
Forbes-ის შეფასებით, მასკი $410 მილიარდით ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მასკის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი Tesla-ში მის 13%-იან წილზე მოდის, რომელიც $160 მილიარდის ღირებულებისაა. ხოლო, დანარჩენი SpaceX-ზე, X-ზე, xAI-სა და სხვა ფირმებზე ნაწილდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.