მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელი გამორჩეულად პოზიტიური, გამოწვევებით სავსე და ზრდაზე ორიენტირებული იყო - Pabellón Hotel

news image
mbc image

სასტუმრო “პაბელონი“ მდებარეობს კახეთში, კერძოდ ყვარელში ილიას ტბასთან. სასტუმროში არსებულ სიახლეებსა და 2025 წლის შეფასებაზე Business Insider Georgia გენერალურ მენეჯერს, ოქსანა ხოდინს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

“პაბელონისთვის” 2025 წელი ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. პირველივე სეზონი ძალიან წარმატებული იყო. გახსნის დღიდან სრული დატვირთვით მუშაობა თავისთავად დიდი გამოწვევაა, თუმცა გუნდის დაუღალავი შრომითა და ნამდვილი მასპინძლობის სულისკვეთებით, ვფიქრობთ კარგად გავართვით მაღალ სეზონს თავი.

სტუმრებს უკვე ვთავაზობთ რამდენიმე ახალ სივრცესა და გაუმჯობესებულ სერვისს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს საერთო გამოცდილებას.

დაგვემატა კულინარიული მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაციები პროფესიონალი სომელიესგან, თიხაზე მუშაობის გამოცდილება, პიკლბოლისა და კალათბურთის მოედნები, რაც მნიშვნელოვანად ზრდის როგორც ჯგუფური, ასევე გართობის მიზნით ჩამოსული სტუმრების რაოდენობას; დავამატეთ სამაგიდო თამაშები, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი.

“პაბელონის” განახლებულ მენიუს ახალი შეფი ხელმძღვანელობს. განახლებული მენიუ აერთიანებს, როგორც კლასიკურ ქართულ რეცეპტებს, ასევე თანამედროვე ინტერპრეტაციებს. დაგვემატა კახური კუთხე, სადაც სტუმრები აგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს, ადგილობრივ პროდუქციასა და კახეთში დამკვიდრებულ კულინარიულ ტრადიციებს;

ეს სიახლეები სწორედ ის ნაბიჯებია, რომლებიც პაბელონს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და საუკეთესო გამოცდილებაზე ორიენტირებულ სასტუმროდ აქცევს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? ფიქსირდება თუ არა სტუმრების ზრდის ტენდენცია?

მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურისტები აქტიურად ირჩევენ კახეთს, ხოლო პაბელონის უნიკალური მდებარეობა ილიას ტბასთან და მრავალფეროვანი შეთავაზებები ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას.

სტუმრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება როგორც დასვენების, ისე საქმიანი მოგზაურობის სეგმენტებში. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა გამოცდილებით დატვირთულ მომსახურებებზე - ღვინის დეგუსტაციებზე, გასტრონომიულ მასტერკლასებზე და აქტიურ გართობაზე. ზამთარში აქტივობა ბუნებრივია მცირდება, თუმცა სპეციალური შეთავაზებებით ვცდილობთ სეზონურობის დაბალანსებას და იქედან გამომდინარე, რომ ღონისძიებებისთვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები გვაქვს, კორპორატიული ღონისძიებებითა და კონფერენციებით ვტვირთავთ სასტუმროს.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

პირველი სეზონი ყოველთვის რთულია, თუმცა მიუხედავად ბაზრის გამოწვევებისა, “პაბელონმა” შეძლო ძლიერი პოზიციის დაკავება კახეთის სასტუმრო სექტორში.

წლის განმავლობაში:

•⁠ ⁠წარმატებით გავზარდეთ ოთახების დატვირთულობა დაბალ სეზონზეც;
•⁠ ⁠განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ჯგუფურ და MICE მიმართულებაზე;
•⁠ ⁠დადებითი გამოხმაურება მივიღეთ სტუმრებისგან განახლებული მენიუსა და ახალი სერვისების შესახებ;
•⁠ ⁠პაბელონის მეღვინეობა კი ნელ-ნელა ხდება ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა.

საერთო ჯამში, 2025 წელი გამორჩეულად პოზიტიური, გამოწვევებით სავსე და ზრდაზე ორიენტირებული იყო.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://www.pabellon.ge/  ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 0352 20 02 00.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა