მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

news image
mbc image

2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი წელი იყო - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, 2025 წელი „მეტროპოლისთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რადგან „მეტროპოლი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს სრული სპექტრი შესთავაზა.

„იყო პატარ-პატარა გამოწვევებიც. თუმცა შემიძლია შევაფასო დადებით წლად, რა თქმა უნდა, იყო ზრდაც. პირველ რიგში გამოვყოფდი იმას, რომ 2025 წელს ჩვენ დავიწყეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სუბურბანული პროექტების გაყიდვა, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს კონკურენტებისგან და განგვასხვავებს. იმიტომ, რომ ეს არის პროექტები, რომლებითაც დეველოპერულ ბაზარზე ჩვენ გავხდით პირველი დეველოპერული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ სპექტრს. ადამიანს შეუძლია ერთ სივრცეში შეიძინოს ბინა თბილისში ან აპარტამენტი ბათუმში და, თუ სურს ბუნებასთან ახლოს ცხოვრება, - სუბურბანული პროექტები თბილისის შემოგარენში“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე „მეტროპოლის“ კონკურენტუნარიანობაზეც საუბრობს და ამ მიმართულებით სამ ძირითად ფაქტორს გამოყოფს.

„ჩვენი გამორჩეულობის ნაწილში სამ რამეს გამოვყოფ. პირველი არის არსებული პროექტების ლოკაციები - ვფიქრობ, რომ ლოკაციები შერჩეულია სტრატეგიულად, იქნება ეს ტურისტული, საცხოვრებელი თუ საინვესტიციო კუთხით. მეორე არის ჩვენი სუბურბანული პროექტები, რაც „მეტროპოლს“ სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს. მესამე კი ჩვენი არქიტექტურაა. მაგალითად, ბათუმში „მეტროპოლ კუბის“ არქიტექტურა განსხვავებული და გამორჩეულია, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.

~

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა