მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს „ბიოგრაფი ლივინგი” თბილისში 4 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს

news image
mbc image

კომპანია ბიოგრაფი ლივინგ • Biograpi Living, რომელიც დეველოპერული ბაზრის საკმაოდ ახალი მოთამაშეა უკვე 4 მიმდინარე პროექტს ახორციელებს და 2025 წელს კიდევ 4 პროექტის დაწყებას გეგმავს. კომპანია, რომლის უკანაც ცნობილი ბიზნესმენები დგანან, ხარისხს და ლოკაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამიტომაცაა, რომ მათი პროექტები ქალაქის ცენტრალურ უბნებში ხორციელდება.

როგორი იყო კომპანიისთვის 2024 წელი და რა პროექტების განხორციელებას აპირებს სამომავლოდ კომპანია - დეტალებზე Business Insider Georgia „ბიოგრაფი ლივინგის“ დირექტორს ვასილ ფხაკაძეს ესაუბრა.

როგორ აფასებს „ბიოგრაფი ლივინგი“ 2024 წელს ბაზარზე ოპერირებას, რა შედეგებით დახურა კომპანიამ გასული წელი?

დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ 2023 წლის მაისიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ ეტაპისთვის კომპანიას 4 მიმდინარე პროექტი აქვს, „საკენი“ - ვაჟა ფშაველას გამზირზე, „მატიანი" - წერეთლის გამზირზე, „შანტანი“ - მუშთაიდის პარკის მოპირდაპირედ და „ჰისნი“, „ბიოგრაფი ლივინგის" ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ისანში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მდებარეობს.  

„ბიოგრაფი ლივინგის”-თვის 2024 წელი საკმაოდ აქტიური და წარმატებული იყო, გაეშვა 2 ახალი პროექტი „შანტანი“ და „ჰისნი“.

თუ ანალიტიკურ ორგანიზაციებს დავეყრდნობით უძრავი ქონების გაყიდვები 2024 წელს შენელდა, ანუ 2022 წლის ეფექტი რაც იყო მიილია. ამ ფონზე მაინტერესებს, რა ვითარებაა თქვენი პროექტების შემთხვევაში, როგორია მოთხოვნა და ასევე, მოლოდინები, გათვლები 2025 წლისთვის?

გამომდინარე იქიდან, რომ ,,ბიოგრაფი ლივინგი" 2023 წლის მაისიდან შემოვიდა დეველოპერულ ბაზარზე ჩვენ სტატისტიკას ვერ შევადარებთ 2022 წელს, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იყო და შესრულდა კომპანიის მიერ დაგეგმილი გაყიდვების მოცულობა.

თქვენს პროექტებში რამდენად არის მოთხოვნა უცხოელების მხრიდან?

მოთხოვნა უცხოელების მხრიდან საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით გამოვყოფდით ისრაელის ბაზარს.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „ბიოგრაფი ლივინგის” რომელიმე პროექტი, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

„ბიოგრაფი ლივინგის" პროექტებს გამოარჩევს ხარისხი, მრავალფუნქციურობა და ლოკაცია, რადგან ჩვენი ყველა პროექტი ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს. 

მიმდინარე პროექტების მშენებელი კომპანიაა „ანაგი“, რომელსაც საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. „ბიოგრაფი ლივინგი” აქტიურად არის ჩართული სამშენებლო სამუშაოების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ხარისხის შემოწმების პროცესში.

აღსანიშნავია ასევე კომპლექსების მრავალფუნქციურობა, რაც გულისხმობს ყველა საჭირო სერვისის ერთ სივრცეში მოქცევას, როგორიცაა სუპერმარკეტი, ჯიმი, საცურაო აუზი, სპა, პადელის კორტი, საბავშვო მოედანი და სხვა. 

2025 წელს იგეგმება თუ არა ახალი პროექტის დაწყება? თბილისის გარდა განიხილავს თუ არა „ბიოგრაფი ლივინგი“ პროექტების დაწყებას სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად ბათუმში. ანუ მაინტერესებს რამდენად მიმზიდველია „ბიოგრაფი ლივინგისთვის თბილისს მიღმა ტერიტორიები?

2025 წელს „ბიოგრაფი ლივინგი” გეგმავს 4 ახალი პროექტის დაწყებას თბილისის მასშტაბით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა