მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“

news image
mbc image

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, კოკოტაურში მდებარე ტურისტული ობიექტი „სერი“ 2025 წელს გაფართოებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-ს ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განუცხადა, გაფართოების გეგმები აქვთ, თუმცა მანამდე 2024 წლის შედეგები უნდა შეაფასონ.

„ტურისტული ობიექტი სამი კოტეჯისგან შედგება. პირველი სტუმარი მივიღეთ 2021 წელს.  ბიზნესი შექმნილია პირადი ინვესტიციებით, ევროკავშირისა და „აწარმოე საქართველოს“ მცირე დაფინანსებით. ობიექტი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი 2024 წლის სეზონს დატვირთულობის კუთხით საშუალოდ აფასებს.

„სტუმრებს ვთავაზობთ კოტეჯებში განთავსებას, აუზით სარგებლობას, აჭარულ ოჯახურ კერძებს. გვაქვს პატარა ტურები. ადგილობრივ მემარნეებთან. სეზონების მიხედვით კოტეჯში ერთი სტუმრის განთავსების ფასი 200-დან 500 ლარამდე. დეკემბერსა და იანვარში ფასი შედარებით დაბალია“, - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

რაც შეეხება ვიზიტორების გეოგრაფიას, ადგილობრივებსა და უცხოელებს შორის ვიზიტების თანაფარდობა 50/5-ზეა.

„ძირითადად გვსტუმრობენ პოსტსაბჭოთა და არაბული ქვეყნებიდან. თუმცა ვფიქრობთ ვიზიტორების გეოგრაფია გაფართოვდება, რადგან ჩვენს ობიექტს აქვს იშვიათი ადგილმდებარეობა. იშლება მშვენიერი ხედები, დაშორებულია დასახლებულ პუნქტებთან და აღჭურვილია დასვენებისთვის საჭირო ყველა სერვისთ“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა