მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და მოდერნიზებისთვის 100 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

news image
mbc image

Aqualia  ჯივიპიში აქტიურად აგრძელებს  სისტემურ განახლებებს  როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით, რისთვისაც კომპანია 2025 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ლარის  ინვესტიციას განახორციელებს.

 

მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპანიამ გასულ წელს არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გააუმჯობესა, მათ შორის:

 

•18%-ით შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები

•19%-ით  შემცირდა ქსელზე ინცინდენტების რაოდენობა

•29%-ით შემცირდა წყალმომარაგების გეგმიური შეზღუდვის საშუალო დრო

•დაიზოგა 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი

 

,,წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების ხანდაზმულობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ჯივიპის მთავარ პრიორიტეტად 2025 წელსაც წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელების მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება, რაც უშუალოდ მოძველებული ქსელების განახლება-რეაბილიტაციასთან ერთად წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას და პრევენციულ მონიტორინგს გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად კომპანია შეძლებს კიდევ უფრო შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, არეალი და ხანგრძლივობა " - ხოსე მიგელ სანტოს გონზალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

 

წყალმომარაგების სისტემა, ქალაქში არსებულ ქსელებთან ერთად, მოიცავს მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია 2025 წელს კიდევ უფრო აძლიერებს პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებებს, გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთების მდგომარების განსაზღვრის მიზნით.

 

2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კომპანიამ უკვე განახორციელა 47.7 მილიონი ლარის პროექტები. მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად,  ჯივიპი მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების  დანერგვაზე. აქტიურ პროცესშია კომპანიის  სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ავტომატიზაცია, რაც    წყალმომარაგების სისტემის ოპერატიულ მართვას უზრუნველყოფს და შეცდომის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე, ახლდება გეოსაინფორმაციო სისტემები, პროექტი ემსახურება წყალმომარაგების ქსელის კრიტიკული მონაკვეთების იდენტიფიცირებასა და პრევენციულ მონიტორინგს. 2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, გეოსაინფორმაციო სისტემების მოდერნიზების პროექტის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირდა  წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე 131 კრიტიკული მონაკვეთი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა