მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა პროექტის განვითარების თვალსაზრისით - ამბასადორი აილენდ ბათუმი

news image
mbc image

„ამბასადორი აილენდის“ პროექტის განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა, - ასე აჯამებს 2025 წელს გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი გოჩა კამკია.

მიმდინარე წელი კომპანიის საქმიანობისთვის მართლაც ნაყოფიერი იყო, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში გადავიდა.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, მისი განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს. პარალელების გასავლელად შეგვიძლია ღია, საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ეს ზუსტად ის ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს.

ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში უკვე ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ - შავ ზღვაში ექსპლუატაციაში უკვე შევიყვანეთ 26 ჰა ტერიტორია, სამშენებლო ნებართვა მივიღეთ პირველი ულტრათანამედროვე შენობის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრს, ბუტიკურ მაღაზიებს, ვერტოდრომს და სხვა მრავალ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, რომელიც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის არის შექმნილი.

ამ დროისათვის კომპანიას შავ ზღვაში გაშენებული აქვს 48 ჰა ტერიტორია და ამ 48 ჰა-ზე ექსპერტიზის ბიუროში ცალკე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. იანვარში კი ეს ტერიტორია უკვე ექსპლუატაციაში გვექნება მიღებული ,” - ამბობს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა