2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს - თეა ზაქარაძე
2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მომავალი წლის მგზავრთნაკადის პროგნოზებთან დაკავშირებით განაცხადა.
თეა ზაქარაძე ფიქრობს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს უკვე 1 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურება.
„2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი ავიაციაში განსაკუთრებულად გამორჩეული და წარმატებულია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 2023 წლის იანვარი-სექტემბერთან შედარებით 31%-იანი ზრდაა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 42 % -იანი ზრდა. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID პანდემიის შემდეგ ჩვენ უკვე დავიბრუნეთ და გავუსწარით კიდევაც 2019 წლის მაჩვენებლებს. ასეთი მაღალი ზრდა 2025 წლის განმავლობაში ალბათ ვერ შენარჩუნდება. თუმცა, შემოდიან ახალი კომპანიები, 2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს British Airways-ი და easyJet-ი, ასევე გვაქვს ის სიახლე, რომ Transavia France იწყებს რეისებს პარიზიდან. აქტიური მოლაპარაკებები გაქვს ჩინურ ავიაკომპანიებთან, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით. ვვარაუდობთ, რომ 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წელს დავასრულებთ დაახლოებით 4,6 მლნ მგზავრით, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვაქვს რეკორდი, რადგანაც 900 000 მგზავრი გვეყოლება. ასევე ველოდებით, რომ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 1 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.