2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"
ქართული, უშაქრო, ნატურალური და უნიკალური ტკბილეულობისა და სნექის კომპანია Charozi • ჩაროზი, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს.
„სიახლეებს ვამატებთ - უფრო ჩირებზე ვაკთებთ აქცენტს. პირველ წლებში ჩვენს მომხმარებლებს თუ ტრადიციული პროდუქცია აინტერესებდათ და ფავორიტი თხილი, ნიგოზი იყო დღესდღეობით უფრო ჩირებია მოთხოვნადი და სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი, რადგან გაყიდვების მიხედვით აღნიშნულზეა უფრო მეტად მოთხოვნა. სწორედ აქედან გამომდინარე, დავამატეთ პროდუქცია, რომელიც არ შეიცვას თხილეულს, არამედ აერთიანებს მეტ სხვადასხვა ჩირს. გარდა ამისა, მოთხოვნამ მოიმატა „გლუტენ ფრი“ პროდუქციაზე - გასული წლის დინამიკა ასეთია“, - აცხადებს კომპანიის მფლობელი ელენა ჯიშიაშვილი.
მომხმარებლების მხრიდან პროდუქციისადმი მოთხოვნა მზარდია .
„მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, სწორედ აქედან გამომდინარე ვცვლით გემოებსაც. გემოებს ვამატებთ და ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს“, - აღნიშნავს კომპანიის მფლობელი ელენა ჯიშიაშვილი.
მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიას უწევს წარმოების ზრდა და მიმდინარე ეტაპზე ,,ჩაროზი" უპიტარესობას ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებას ანიჭებს.
„ბოლო წელმა გვაჩვენა, რომ მოთხოვნას ჩვენ საერთოდ ვერ ვაკმაყოფილებთ. ამიტომ წელს ძალიან გლობალურად გვაქვს გეგმაში წარმოების მოცულობის ზრდა, რადგან მოთხოვნაა მაღალი.
ჩვენ შემოთავაზება გვქონდა გასულ წელს ექსპორტზე გასვლის. რაც გამოიწვევდა იმას, რომ ჩვენ საერთოდ უნდა გაგვეჩერებინა გაყიდვები შიდა ბაზარზე. გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შიდა ბაზარს ვერ დავკარგავთ, ვინაიდან ეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია საწარმოო მოცულობებზე რაზედაც წელს პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ “, - ელენა ჯიშიაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.