მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს ვგეგმავთ ობიექტების დამატებას - Cinnabon Georgia

news image
mbc image

თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე  ცოტა ხნის წინ გახსნილი საერთაშორისო ბრენდი Cinnabon®-ი  , მომხმარებლებისთვის სიახლეებს აანონსებს, რომლის შესახებაც კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider Georgia-სთან ისაუბრა. 

“2025-ში ჩვენს ასორტიმენტს დაემატება სხვადასხვა გემოები. მრავალფეროვნება გვექნება, როგორც  დარიჩინის, ასევე არა დარიჩინის როლების მხრივაც“, - აღნიშნავს Cinnabon® Georgia-ს პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი.

ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს  ქართულ ბაზარზე - მომხმარებლების რაოდენობა კი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 

„საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა. 2024-ის ბოლოსკენ მნიშნელოვანი მატება იყო. ახალი წლის შემდეგაც დიდი დატვირთვით ვმუშაობთ“, - აცხადებს  ქეთი ფეიქრიშვილი.

კომპანიისთვის 2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბაზარზე მაისის თვეში გამოჩნდა, შეძლო ერთგული მომხმარებლების შეძენა.  

„2024 წელმა მოლოდინს გადააჭარბა.  ბრენდი ახალი შემოსულია ბაზარზე, თუმცა აღნიშნული ხელისშემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაგვემსახურებინა ხალხის ერთგულება და ნდობა. ვგულისხმობთ,  არამხოლოდ უცხოელ მომხმარებლებს არამედ, ქართველებსაც,  რომლებმაც გაიცნეს ჩვენი ბრენდი და თვიდან თვემდე ბევრი ერთგული ქართველი მომხმარებელიც გვემატება. ამ ეტაპზე ორი ობიექტი გვაქვს, რომელიც სითი მოლსა და გალერია თბილისში მდებარეობს. სითი მოლის ფილიალის გახსნა ახალ წლამდე მოხდა. ორივე ობიექტი წარმატებულად მუშაობს და სწორედ ამიტომ 2025 წელს ვგეგმავთ ობიექტების დამატებას. შეიძელბა ორი ობიექტი ერთად დავამატოთ. ლოკაცია ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა შეიძლება იყოს თბილისში ან თბილისის გარეთ, რომელიმე რეგიონი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე“, - განმარტავს Cinnabon® Georgia-სპიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა