2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება
2024 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიგარეტის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ რეგულაცია. აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, ყველა ბრენდს ექნება ერთიანი, სტანდარტიზებული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სტანდარტიზებული ზომის და ფერის უნიფიცირებული შრიფტით, სამედიცინო გაფრთხილებების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. ამასთან, შეფუთვაზე ბრენდის, ლოგოს, ფერის, სასაქონლო ნიშნის ან ბრენდთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენება არ არის დაშვებული და სიგარეტის რეალიზაცია/განლაგება ხდება სადა შეფუთვით. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, 5 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიგარეტის ბრენდირებული შეფუთვით წარმოება/იმპორტი/ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ბაზარზე 2025 წლის 1 მარტამდე განთავსდა. 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება შესაძლებელი
2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, 5 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიგარეტის ბრენდირებული შეფუთვით წარმოება/იმპორტი/ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ბაზარზე 2025 წლის 1 მარტამდე განთავსდა. 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება შესაძლებელი.2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.
სადა შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია პირველად, 2012 წელს ავსტრალიამ შემოიღო. რეგულაციის მიზანია თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობის შემცირება და შეფუთვის როგორც რეკლამის საშუალების აღმოფხვრა.
არსებული მონაცემებით, მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია, ხოლო თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად, 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, თამბაქოს მოხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60%-ი მსოფლიოში, 85%-ი ევროპაში და 94%-ი საქართველოში. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%-ი; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.