მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წლის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების TOP 5

news image
mbc image

2025 წლის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების TOP 5 უკვე ცნობილია. ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

ამ მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ ქვეყნის ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიას:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს არ ემ ჯი კოპერი
  • სს რუსთავის აზოტი
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს ტოიოტა კავკასია

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

 აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/10/1997. მისი დირექტორია ივანე მაჭავარიანი, ხოლო დამფუძნებელი IDS Borjomi Beverages Co.N.V.

სს არ ემ ჯი კოპერი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 31/01/1996. მისი გენერალური დირექტორია ჯონდო შუბითიძე.

სს რუსთავის აზოტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 13/09/2016. გენერალური დირექტორი - ჯეი პრაკაშ ჯაჯუ.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2004. პარტნიორები: 27.225% - გიორგი გულაშვილი, 27.9% - ლევან სურგულაძე, 34.875% - გიორგი სურგულაძე, 10% - დავით გულაშვილი.

შპს ტოიოტა კავკასია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 18/01/2006, პრეზიდენტი - ტოშინარი საკაბე. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 529.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 238.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა