2025 წლის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP 5
2025 წლის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP 5 უკვე ცნობილია. ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
ამ მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ ქვეყნის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალს:
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
სს ლუსოლი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 20/01/2025. დირექტორი - გელა კობერიძე, სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე ნუგზარ დეკანოიძე წევრი - ვეფხვია დვალი, წევრი - შოთა კობიაშვილი.
შპს ბლექ სი პეტროლიუ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 24/10/2022, გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერია. პარტნიორები: 70.66%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს მკ კაპიტალი, ხოლო 29.34%-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დუნამის.
შპს ზუმერი ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 21/10/2009, დირექტორი - დავით კვარაცხელია. პარტნიორები:10% - ვაჟა რეხვიაშვილი, 24% - გიორგი მუშკუდიანი, 20% - დიმიტრი კიკაჩეიშვილი, 10% - ლევან გაფრინდაშვილი, 6% - დავითი კვარაცხელია, 4% - გიორგი თუთარაშვილი, 16%- გოჩა სამხარაძე.
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000, გენერალური დირექტორი - ვასილი ხორავა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - სამსონ ფხაკაძე, წევრი - ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი - ლევან ფხაკაძე.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2004. პარტნიორები: 27.225% - გიორგი გულაშვილი, 27.9% - ლევან სურგულაძე, 34.875% - გიორგი სურგულაძე, 10% - დავით გულაშვილი.
სხვა სიახლეები
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - მხოლოდ არქელი პატარებისთვის
01.06.2026.18:15
„არქიმ“ პატარა არქელებისთვის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
#1 დეველოპერი ბავშვებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს განსაკუთრებულ დღეს აწყობს და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.
ამჯერად „არქიმ“ ბავშვები გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე მოიწვია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა დახვდათ: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ბატუტი, სახეზე მოხატვა, სახალისო თამაშები, ბუშტების მასტერკლასი და გემრიელი სასუსნავები.

ღონისძიებას უამრავი პატარა არქელი ესტუმრა მშობლებთან ერთად. ორი საათის განმავლობაში ბავშვებმა დრო სახალისოდ, აქტიურად და შემეცნებითად გაატარეს.

#1 დეველოპერული კომპანია “არქი” ბაზრის უპირობო ლიდერია, რომელსაც უკვე 55 დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-მდე არქელს აერთიანებს. კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო პირობებსა და მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის გამორჩეულ მშენებარე ბინებს თბილისში. ამავდროულად, არქი მუდმივად ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათთვის წლის განმავლობაში რეგულარულად აწყობს საინტერესო ღონისძიებებს.

