2026 წელს ბათუმში ORBI CITY MALL-ი გაიხსნება
2026 წელს ბათუმში ORBI CITY MALL-ი გაიხსნება, რომელიც ბათუმის ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი იქნება. ORBI CITY MALL-ს კომპანია ORBI აშენებს, რომელმაც შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა.
„ბათუმში შოპინგის ახალი ეპოქა იწყება!
მოემზადეთ გამორჩეული გამოცდილებისთვის – ORBI CITY MALL, ბათუმის ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2026 წელს გიმასპინძლებთ. ეს უნიკალური ადგილი Orbi City-ის კომპლექსის გულში გააერთიანებს შოპინგს, გასტრონომიასა და გართობას, რაც თქვენს ყოველდღიურობას სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
80,000 მ²-ზე დიდი სავაჭრო სივრცე, საიდანაც 6,000 მ² პრემიუმ სავაჭრო სივრცეს დაეთმობა
მსოფლიო და ლოკალური ბრენდები
საერთაშორისო კულინარიული გამოცდილება და გასართობი სივრცეები
თანამედროვე დიზაინი და კომფორტი
გახდით ამ ამბიციური პროექტის ნაწილი!
დაიკავეთ თქვენი ადგილი ბათუმის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში. იდეალური შესაძლებლობა საცალო ვაჭრობის, კვებისა და გართობის ბიზნესებისთვის.
დეტალებისთვის და იჯარის პირობების გასაგებად დაგვიკავშირდით: +995 511 540 004
ORBI CITY MALL – ადგილი, სადაც ახალი შესაძლებლობები იბადება!, აღნიშნულია ORBI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.